რა განაჩენი გამოუტანა ქალაქ ლიონს საფრანგეთის ეროვნულმა კონვენტმა?
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ (1789-1799 წლები) ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ეროვნულ კონვენტს თავზარი დასცა რიგ ფრანგულ ქალაქებში წარმოქმნილმა დაუმორჩილობებმა. (ავტორი გენია.ჯი) კონვენტისადმი დაუმორჩილებელ ქალაქებს შორის ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი – ლიონიც იყო.ფრანგი რევოლუციონერების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია კონვენტის მიერ ლიონში სპეციალურად წარგზავნილი – შალიეს სიკვდილით დასჯამ.ეროვნულმა კონვენტმა გადაწყვიტა დაუყონებლივ სისხლში ჩაეხშო ლიონელთა “თავხედური” გამოწვევა: ახლა იარაღმა უნდა გადაწყვიტოს ლიონისა და პარიზის რევოლუციისა და რეაქციის დავა. 12 ოქტომბერს შეიკრებილმა ეროვნულმა კონვენტმა ლიონის წინააღმდეგ მიიღო ის გაუგონარი გადაწყვეტილება (დეკრეტი),რომლის მიხედვითაც დიდი ისტორიის მქონე ულამაზესი ფრანგული ქალაქი – პირისაგან მიწისა თავად ფრანგებს უნდა აღეგავათ.ხუთ პუნქტიან დეკრეტში,რომელიც ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს ეხებოდა სიტყვასიტყვით ეწერა:
1. ეროვნული კონვენტი საზოგადოებრივი ხსნის კომიტეტის წინადადებით ნიშნავს ხუთი წევრისაგან შემდგარ საგანგებო კომისიას,რათა ლიონის კონტრრევოლუცია დაუყონებლივ სამხედრო წესით დაისაჯოს.
2. იარაღის ნაწილი პატრიოტებსაც მიეცემათ,რომლებსაც მდიდრები და კონტრევოლუციონერები ჩაგრავენ.
3. ქალაქი ლიონი უნდა დაინგრეს.ყველა შენობა,სადაც კი შეძლებულნი ცხოვრობდნენ,მოისპოს; დატოვებულ იქნას მხოლოდ ღარიბ-ღატაკთა სახლები,დახოცილ ანდა გადახვეწილ პატრიოტთა ბინები და აგრეთვე სხვა ნაგებობანი,რომლებიც სამრეწველო,საქველმოქმედო და აღმზრდელობით მიზნებს ემსახურებიან.
4. სახელწოდება “ლიონი” ამოიშალოს რესპუბლიკის ქალაქთა სიიდან.ამიერიდან მისგან დარჩენილ შენობათა ერთობლიობას Ville affranchie ერქმევა.
5. ლიონის ნანგრევებზე აღმართულ იქნას სვეტი,რომელიც როიალისტური ქალაქის დანაშაულებებსა და დასჯას ამცნობს მომავალ თაობებს შემდეგი წარწერით: “ლიონი თავისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა – ლიონი აღარ არსებობს”. (ავტორი გენია.ჯი)
ასეთი საშინელი განაჩენი გამოუტანა “ეროვნული სამართლებლით” (გილიოტინით) შეიარაღებულმა ფრანგმა რევოლუციონერებმა საკუთარ ქალაქს.აღნიშნული დეკრეტის აღსრულებისათვის თავდაპირველად ლიონში წარგზავნილი იქნა რობერსპიერის ერთ-ერთი მეგობარი – კუტონი.თუმცა საბედნიეროდ,მან ქალაქის განადგურებისაგან თავი შეიკავა,რის შემდეგაც იგი კონვენტმა ჟოზეფ ფუშეთი ჩაანაცვლა.მიუხედავად იმისა,რომ ფუშემ უამრავი სისხლი დაღვარა ადგილობრივი მოსახლეობისა,ქალაქის განადგურებისაგან მანაც თავი შეიკავა.ასე გადაურჩა ფრანგული ქალაქი ლიონი სრულ იავარქმნას თავად ფრანგთა ხელიდან. (ავტორი გენია.ჯი)