შტეფან ცვაიგის მოსაზრებები…
1. “მსოფლიო-ისტორიული მნიშვნელობის საკითხებს,ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება და პასუხისმგებლობის გრძნობა კი არ წყვეტდა,არამედ კულისებში მიმალული ძალზე საეჭვო ზნეობის მქონე გონებაშეზღუდული ადამიანები, და ამჟამადაც ყოველდღე ხელახლა ვრწმუნდებით,რომ საჭოჭმანო,ხოლო ხშირად მზაკვრულ პოლიტიკურ თამაშს,რომელსაც ხალხები ჯერაც გულუბრყვილოდ ანდობენ თავიანთ შვილებსა და მყობადს,განაგებენ არა ფართო ზნეობრივი თვალთახედვისა და ურყევი რწმენის ადამიანები,არამედ მათ ყოველთვის სჯობნიან ის პროფესიული აზარტული მოთამაშენი,რომელთაც დიპლომატებს ვუწოდებთ. – ხელმარდი,ყბედი და გულცივი ოინბაზები”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “სამწუხაროდ,მსოფლიო ისტორია არა მხოლოდ ადამიანის სიმამაცის ისტორიაა,როგორც მეტწილად გვიხატავენ,არამედ ადამიანის სიმხდალისაც და პოლიტიკა საზოგადოებრივი აზრის წარმართვა კი არ გახლავთ,რასაც ხშირად ირწმუნებიან,არამედ ბელადების მონური ქედის მოხრა სწორედ იმ ინსტანციის წინაშე,რომელიც თვითონ შექმნეს და რომელზედაც შემდეგ მუდამ ზეგავლენას ახდენენ”.
* * *
3. “ყოველთვის ასე ტყდება ომები: სახიფათო სიტყვებით,თამაშით და ეროვნული შუღლის გაღვივებით,ასევე ეძლევა დასაბამი ბევრ პოლიტიკურ დანაშაულსაც.არც მანკიერებას და არც სისასტიკეს ამ ქვეყნად იმდენი სისხლი არ დაუღვრია,რამდენიც ადამიანის სიმხდალეს”.
* * *
4. “ისტორიაში მთავარი ის კი არ არის,რას ფიქრობ,არამედ რა გააკეთე”.
* * *
5. “ყველაზე კეთილშობილი დანაშაული,რომელიც კაცობრიობამ იცის: ჭარბი ჰუმანურობაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “დუმილი ყველაზე უკეთ მკვდრებმა იციან”.
* * *
7. “არაფერი ისე არ ამდაბლებს ადამიანს,განსაკუთრებით კი ადამიანთა მასას,როგორც შიში უხილავის წინაშე”.
* * *
8. “სასოწარკვეთილება მუდამ უკიდურეს ძალას აღძრავს ხოლმე”.
* * *
9. “კაცთა მოდგმის საუბედუროდ,ბევრი ადამიანისათვის ღამეა მისი სტიქიონი,ხოლო ინტრიგა – ჭეშმარიტი სარბიელი”.
* * *
10. “მკვდრებთან დავაში ცოცხლები მუდამ მართლები რჩებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)