ჟოზეფ ფუშეს მოკლე დახასიათება…

საყოველთაოდ ცნობილი მაკიაველისტი და თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე,ეროვნული კონვენტის წევრი,რომელმაც ხმა მისცა ლუი XVI-ს სიკვდილით დასჯას,დირექტორიისა და ნაპოლეონის მმართველობის ჟამს საფრანგეთის პოლიციის მინისტრი - ჟოზეფ ფუშე (1759-1820 წლები) გახლდათ გულცივი ინტრიგანი და შემპარავი დემაგოგი, (ავტორი გენია.ჯი) ურცხვი ცინიკოსი და ულმობელი ქონდაქარი – კაცი,რომელსაც არც ღმერთი სწამდა და არც სინდისი; კაცი – რომელიც სასულიერო პირებს “საზიზღარ მატყუარებად” მოიხსენიებდა,თუმცა სიკვდილის სარეცელზე მყოფი სწორედ მათთვის აღსარების ჩამბარებელი; კაცი – რომელიც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ყველას ატყუებდა,ყველას ღალატობდა და ყოველთვის დროულად ახერხებდა მოწინააღმდეგის ბანაკში გადაბარგებას; კაცი,რომელიც ყოველთვის დემონური გამჭრიახობით მსახურებდა ძალაუფლებას და არასოდეს რაიმე იდეას; კაცი,რომელიც ფლობდა დუმილის დაფარვის შესანიშნავ ტექნიკას; კაცი,რომელიც პოლიტიკური ტაროსის მიხედვით ჯერ ზომიერი იყო,შემდგომ კი რადიკალი; კაცი,რომელიც ჯალათობასთან ერთად ჰუმანიზმით იყო დაკავებული.ამ მხრივ თუნდაც ის რად ღირს,როდესაც სასიკვდილოდ განწირულმა ათასობით ის საიდუმლო დოსიე დააწვევინა ბუხარში თავის შვილებს,რომლებიც მოსვენებას უკარგავდა მრავალ გავლენიან ფრანგ პოლიტიკოსს; კაცი,რომელიც გამოირჩეოდა კინემატოგრაფიული დინამიურობითა და ეკონომიურობით; კაცი,რომელიც საჭიროების შემთხვევაში მუცელზე მხოხავი ფლიდის ამპლუასაც არ ერიდებოდა; კაცი,რომელიც 1790 წელს მასწავლებლად მსახურობდა მონასტრის სკოლაში,ხოლო 1792 წელს უკვე ეკლესიებს იკლებდა; კაცი,რომელიც 1793 წელს კომუნისტობდა,ხოლო ხუთი წლის შემდგომ მულტიმილიონერად იქცა,კიდევ ათი წლის შემდეგ კი ოტრანტოს ჰერცოგად; კაცი,რომლის გამჭრიახი გონება ეპოქის მხოლოდ გარეგნულ სამოსელს კი არ სჭვრეტდა,არამედ ყოველთვის კულისებშიც იხედებოდა,რის გამოც იგი გენიალურმა ონორე დე ბალზაკმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საუკუნის ყველაზე საინტერესო პიროვნებად დაასახელა; “ფუშეს თავისებური გენიალობა,რომელიც თავზარს სცემდა ნაპოლეონს (იმასაც კი ამბობდნენ,რომ მას უფრო მეტი ძალაუფლება გააჩნდა,ვიდრე ბონაპარტსო),ერთბაშად როდი გამოვლენილა. (ავტორი გენია.ჯი) კონვენტის არცთუ თვალსაჩინო წევრი,თავისი დროის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი და ამასთანავე ყველაზე მცდარად შეფასებული ადამიანი რევოლუციის კრიზისების ჟამს იქცა იმად,რადაც შემდგომ გვევლინებოდა.დირექტორიის დროს იმ მწვერვალს მიაღწია,საიდანაც შორსმჭვრეტელთა წარსულის სწორად შეფასების შედეგად მომავლის გარჩევა ძალუძთ.შემდეგ ერთბაშად – ზოგიერთი საშუალო ნიჭის მსახიობივით,რომლებიც ზოგჯერ ანაზდეული აღფრთოვანებით შეპყრობილნი შესანიშნავი ოსტატები ხდებიან, – 18 ბრიუმერის სახელმწიფო გადატრიალების დროს საარაკო მოხერხებულობა გამოიჩინა.ეს ფერმკრთალი კაცი,მონასტრის მკაცრ რეჟიმზე აღზრდილი,მონტანიარათა ყველა საიდუმლოებაში ჩახედული,ვინაიდან თავდაპირველად მათ ემსახურებოდა, და როიალისტთა ფარული ზრახვების მცოდნეც,რადგან ბოლოს მათ მიეკედლა.დიდხანს უჩუმრად სწავლობდა ადამიანებს,პოლიტიკურ ასპარეზზე მიმდინარე ამბებს,ანტრიგის ლიეთებს; მან ამოიცნო ბონაპარტის ხვაშიადი.სასარგებლო და ძვირფას ცნობებს აწვდიდა იმპერატორს,”მაშინ ვერც ახალი და ვერც ძველი კოლეგები ვერ ამჩნევდნენ,რა ფართო გაქანებისა იყო ფუშეს გენია,რომელიც უპირატესად სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციული ხასიათისა გახლდათ და, წარმოუდგენლად გამჭრიახი,არ ტყუვდებოდა ვარაუდში”, – წერდა ჟოზეფ ფუშეს შესახებ ბალზაკი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>