ერინა
ერინა - წარმოადგენდა ძველბერძენ პოეტ ქალს,დაბადებულს კუნძულ როდოსზე.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 600-იან წლებში და მეგობრობდა საყოველთაოდ ცნობილ ძველბერძენ პოეტ ქალთან – საფოსთან.მეორე ვერსიის თანახმად,კერძოდ რომაელი ისტორიკოსის ევსევიოს კესარიელის “ქრონიკების” მიხედვით,ერინა იყო თანამედროვე უდიდესი ძველბერძენი ორატორის დემოსთენესი,რომელიც თავის მხრივ ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნის შუა ნახევარში მოღვაწეობდა. (ავტორი გენია.ჯი) ერინას პოეტური შემოქმედებიდან მხოლოდ 50-მდე ლექსის სტრიქონია დღემდე შემორჩენილი.ყველაზე ცნობილ მის პოეტურ ქმნილებად მიჩნეულია ნაწარმოები (პოემა) სახელწოდებით “სართავი”,რომელიც დაწერილ იქნა დორიულ და ეორიულ დიალექტებზე.ამ ნაწარმოების მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი,თუმცა სხვა ეპოქების ავტორების მიერ საკმაოდ იყო “აფიშირებული”.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ალექსანდრიელი პოეტები და საერთოდ ძველბერძენი პოეტები ერინას პოემას “სართავის”,მიმართ დიდ მოწონებასა და ინტერეს გამოხატავდნენ და მას ისეთი გენიალური ნაწარმოების გვერდით აყენებდნენ,როგორებიც გახლავთ ჰომეროსის – “ილიადა” და “ოდისეა”.1929 წელს აღმოჩენილ იქნა პაპირუსის ფრაგმენტები,რომელიც ეკუთვნოდა ერინას მეგობარს ბავკიდეს,საიდანაც შესაძლებელი შიქნა კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მის შესახებ.დღესდრეობიტ აღნიშნული პაირუსის ხელნაწერი დაცულია ლაურენციანას ბიბლიოთეკაში (იტალია). (ავტორი გენია.ჯი) ძველბერძნულ ეპიგრამებში,სახელწოდებით “პალატინას ანტოლოგია”,რომელიც შექმნილ იქნა X საუკუნეში ბიზანტიელი გრამატიკოსის კონსტანტინე კეფალოსის მიერ და რომელშიც შესულია 3700-მდე სხვადასხვა ავტორის ეპიგრამა,ჩართულია ერინას სამი ეპიგრამაც.ერინა გარდაიცვალა 19 წლის ასაკში,თუმცა მისმა პოეზიამ საუკუნეებს გაუძლო და იმ ეპოქების ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ პოეტ ქალადაც აქცია დიდებულ საფოსთან ერთად.