შარლ მორის დე ტალეირანი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს იმპერატორ – ნაპოლეონ ბონაპარტის წინაშე წარმდგარი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პირველი პრემიერ-მინისტრი – შარლ მორის დე ტალეირანი (1754-1838 წლები),რომლის სახელიც სამარადჟამოდ იქცა მედროვეობისა და უპრინციპობის სინონიმად,ქვეყნის მმართველის საშინელი რისხვის ქვეშ აღმოჩნდა.საიმპერატორო სასახლეში შეკრებილი მინისტრებისა და გენერლების თანდასწრებით ნაპოელონმა ტალეირანი საშინლად გამოლანძღა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,პრემიერი იმპერატორის ლანძღვას ერთობ გულგრილად მოეკიდა,რამაც ნაპოლეონი კიდევ იფრო გააშმაგა.მარმარილოს ბუხარზე მიყრდნობილ და შეურაცხყოფილ შარლს სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ ერხეოდა ისე ისმენდა ბონაპარტის მიერ მისი უხამსი სიტყვებით შემკობას.იგი არც იმას აღუშფოთებია,როდესაც ქურდი,ყალთაბანდი,გამყიდველი და მოღალატე უწოდა.გარდა ამისა,ნაპოლეონმა ტალეირანს ბრალი დასდო ანგიენის ჰერცოგის მკვლელობასა და ესპანეთის სამეფოსთან ომის დაწყებაში, და ხაზი გაუსვა იმასაც,რომ ფულის გამო იგი საკუთარ მამასაც კი გაჰყიდდა.რიგი ისტორიკოსებისა ირწმუნება,რომ ვერც ერთი მრეცხავი დედაკაცი ისე დაურიდებლად ვერ გალანძღავს წინკარში მეზობელს,როგორც ნაპოლეონმა განაქიქა პერიგორის ჰერცოგიო.
როდესაც ნაპოლეონის რისხვა მეტ-ნაკლებად ჩაცხრა,ტალეირანმა მას მოწიწების ნიშნად თავი დაუკრა და ვესტიბიულში გავიდა.როდესაც საფრანგეთის პირველ დიპლომატს ლაქია მხრებზე მოსასხამს ახურავდა,ნაპოლეონის მისამართით ტალეირანმა ერთობ გესლიანად ჩაილაპარაკა: “აფსუს,რომ ასეთი დიადი ადამიანი ასე ცუდად არის აღზრდილიო”. – (ავტორი გენია.ჯი)