იაკობ ჯუღაშვილი – “ეპიზოდი”
იოსებ სტალინის უფროს ვაჟს პირველი ქორწინებიდან - იაკობ ჯუღაშვილს (1907-1943 წლები),თავისი თანაკლასელი – ზინაიდა (ზოია) გუნინა შეუყვარდა და მასზე დაქორწინებაც გადაწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი) მან სწორედ ამ მოტივით განაცხადა უარი სკოლის დასრულების შემდგომ ინსტიტუტში ჩაბარებაზე.ვაჟის არჩევანმა სტალინი ერთობ გააბრაზა,რადგან როგორც ცნობილია,ზინაიდა ყოფილი კომერსანტის ქალიშვილი იყო.შესაბამისად,საბჭოთა გენსეკი მათი ქორწინების კატეგორიული მოწინააღმდეგე გახდა.მამა-შვილს შორის აღნიშნულ საკითხზე იმდენად გამძაფრდა კონფლიქტი,რომ იაკობმა თავის მოკვლაც კი სცადა.მან ცეცხლსასროლი იარაღი მკერდში ტყვია დაიხალა,საბედნიეროდ ტყვია გულს რამდენიმე მილიმეტრით აცდა და იაკობიც სავადმყოფოში მოხვდა,საიდანაც სამ თვეში გამოწერეს.მას შემდგომ,რაც სტალინმა საკუთარი ვაჟის მიერ სუიციდის ჩადენის მცდელობის შესახებ შეიტყო ინფორმაცია,იაკობთან მის ერთ-ერთ ნდობით აღჭურვილ პირს შემდეგი რამ დააბარა: “იაშას ჩემგან გადაეცით,რომ მან ისე მოიქცა,როგორც იქცევიან ხულიგნები და შანტაჟისტები,რომლებთანაც მე არ შეიძლება შემდეგში რაიმე საერთო მქონდეს.დაე,იცხოვროს ისე,როგორც უნდა და ვისთან ერთადაც უნდა”.იაკობმა მამის ნება არად ჩააგდო და 18 წლის ასაკში საყვარელ გოგონაზე მაინც იქორწინა.ქორწინების შემდგომ ზოიამ გვარი ჯუღაშვილად შეიცვალა.მალევე,მამისაგან მალულად,იაკობი დედინაცვლის – ნადეჟდა ალილუევას ხელშეწყობით მეუღლესთან ერთად ლენინგრადში გაიქცა,სადაც მათ ნადეჟდას ნათესავები დახვდნენ და წყვილს დაბინავებაში დაეხმარნენ.საბჭოთა გენსეკის უფროსმა ვაჟმა ლენინგრადის მე-11 ქვესადგურის მორიგე ელექტრომონტიორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.მან სპეციალური კურსები დაამთავრა,რის შედეგადაც საკმაოდ კარგად ერკვეოდა ელექტროტექნიკაში.ამასთანავე იგი ტექნიკურ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდა.კითხულობდა მხატვრულ ლიტერატურას,თავისუფალ დროს კი ზოიასთან ერთად სეირნობდა ლენინგრადის ქუჩებში.
ლენინგრადში ცხოვრების პერიოდში იაკობსა და ზოიას უმძიმეს მატერიალურ პირობებში უხდებოდათ ცხოვრება.სტალინის ვაჟს მეტად მცირე ხელფასი ჰქონდა,სამთო ინსტიტუტის პირველკურსელი მეუღლის,ზოიას მცირე სტიპენტიაზე კი ლაპარაკიც არ შეიძლებოდა.მათი მატერიალური მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა,რაც ჯუღაშვილების წყვილს გოგონა,სახელად – გალია შეეძინათ (სტალინის პირველი შვილიშვილი).ბავშვის ნორმალური კვების და წამლებისათვის საჭირო ფული ჯუღაშვილების ოჯახში არ არსებობდა.ამას თან ერთვოდა პატარას ხშირი ავადმყოფობაც.მიუხედავად ზოიას არაერთგზის თხოვნისა,იაკობი კატეგორიულ უარზე იდგა,დასახმარებლად მამისათვის მიემართა.იგი ამბობდა,რომ კაცმა თავისი სარჩენი ფული თვითონ უნდა გამოიმუშაოსო… (ავტორი გენია.ჯი)
და მოხდა პირველი ტრაგედია.რვა თვის შემდეგ იაკობს შვილი დაეღუპა.მალე მას ახალი ტრაგედიაც დაატყდა თავს. 1928 წლის ზაფხულში ზოია,მომავალი სამთო ინჟინერი,პრაქტიკაზე ხიბინოგორსკში გაემგზავრა და იქვე დარჩა (მოგვიანებით კიდევ ორჯერ იქორწინა).საბოლოო ჯამში,იაკობი მამის რჩევით კვლავაც მოსკოვში დაბრუნდა და ძერჟინსკის სახელობის საარტილერიო აკადემიის საღამოს განყოფილებაზე ჩააბარა გამოცდები. (ავტორი გენია.ჯი)