ვასილი სტალინის დახასიათება…
“ამხანაგი ვასილი იოსების ძე სტალინი 1944 წლის მაისიდან ასრულებს დივიზიის მეთაურის მოვალეობას.პირადად ამხანაგ სტალინს გააჩნია კარი ორგანიზატორის უნარი და ნებისყოფა.ტაქტიკურად კარგად არის მომზადებული,საქმის ცოდნით ერკვევა ოპერატიულ ვითარებაში,სწრაფად და სწორად ესმის საბრძოლო საქმის წარმოების საკითხი.
საქმეში ენერგიულია,საკმაოდ ინიციატივიანი,ხელქვეითებისაგან ყოველთვის მოითხოვს მიცემული განკარგულების ზუსტ შესრულებას.
პოლკისა და დივიზიის საბრძოლო მუშაობის ორგანიზაციის უნარი შესწევს.
დადებით თვისებებთან ერთად პირადად ვასილი იოსების ძე სტალინს გააჩნია რიგი ნაკლოვანებებისა. (ავტორი გენია.ჯი)
ხასიათით ფიცხი და ფეთქებადია,თავშეუკავებელია,ყოფილა ხელქვეითების ფიზიკური შეურაცყოფის შემთხვევები.
ადამიანების ზერელე შესწავლა,აგრეთვე,არასერიოზული მიდგომა კადრების შერჩევის მიმართ,განსაკუთრებით კი შტაბის მუშაკების, – იწვევს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე ხშირ გადაადგილებას.ეს კი ძალიან უშლის ხელს შტაბის ჩამოყალიბებას.
პირად ცხოვრებაში ისე იქცევა,რომელიც არ შეეფერება დივიზიის მეთაურის თანამდებობას,ადგილი ჰქონდა უტაქტო საქციელს საფრენოსნო შემადგენლობის საღამოებზე,უხეშობას ცალკეული ოფიცრების მიმართ,ფუქსავატურ საქციელეს – აეროდრომიდან ქალაქ შაულიაში ტრაქტორით წასვლა,შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საკონტროლო პოსტზე გამართული კონფლიქტი.
ჯანმრთელობის მდგომარეობა – სუსტი,განსაკუთრებით კი ნერვული სისტემისა,ზედმეტად ფიცხია: ამან გავლენა მოახდინა იმაზე,რომ ბოლო დროს პირადად საფრენ საქმეში ცოტას ვარჯიშობდა,რამაც გამოიწვია საფრენოსნო მომზადების ცალკეული საკითხების სუსტი დამუშავება.
ყველა ჩამოთვლილი ნაკლოვანება მნიშვნელოვნად ამცირებს მის ავტორიტეტს,როგორც მეთაურისას და არ შეეფერება დივიზიის მეთაურის დაკავებულ თანამდებობას.
დივიზიის მეთაურობას შესძლებს აღნიშნული ნაკლოვანებების დაძლევის აუცილებლობის პირობით”. (ავტორი გენია.ჯი)
მინსკის I გვარდიულ-გამანადგურებელი საავიაციო კორპუსის მეთაური,ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი – ბელიცკი.