ჰაინრიხ ჰაინე – “მე მათ ძლიერ გამაწამეს”

მე მათ ძლიერ გამაწამეს,

ჩამომადნეს,როგორც ცვილი,

ზოგმა თავის სიყვარულით,

ზოგმაც თავის სიძულვილით.

* * *

თასში შხამი შემირიეს,

მე მათ მომიწამლეს პური,

ზოგმა თავის სიძულვილით,

ზოგმაც თავის სიყვარულით.

* * *

მას კი,ვინც მე სხვაზე მეტად

გამიწამა გული დარდით,

არასოდეს არა ვძულდი,

არასოდეს არ ვუყვარდი.

კომენტარის დატოვება