გზაო,ვზივარ და დუმილით გიცქერ,
უჟმურ მიწაში თვლემენ ლანდები;
დუმს სასაფლაო… სიკვდილის ფიცხელ
ხელს წარუხოცავს განძი რამდენი…
* * *
იყუჩე,მგზავრო! – უკეთურ მხრისკენ
შენც ამავე გზით წარემართები