პომპეის განადგურების პერიპეტიები…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,სამხრეთ იტალიაში მაცხოვრებელი ძველი იტალიელი ხალხის – ოსკების მიერ ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში დაარსებული ქალაქი - პომპეი, 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად სრულიად იქნა განადგურებული ქალაქ ჰერკულანუმთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) ვეზუვის ამოფრქვევის პირველი ნიშნები ძვ.წ.აღ-ით 79 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში გამოჩნდა.მართალია,ვულკანის ამოფრქვევა წინათაც მომხდარა,მაგრამ 24 აგვისტოს ნაშუადღევს ცხადი გახდა,რომ ამჯერად საქმე სრული კატასტროფით უნდა დასრულებულიყო.
ვულკანის წვერი გაიპო ჭექა-ქუხილის მსგავსი საშინელი გრგვინვით.ზეცაში,ღრუბლებზე მაღლა აიჭრა კვამლის სვეტი,რომელიც უზარმაზარ კედარს ჩამოჰგავდა.ელვებით დახაზულ ციდან ზათქითა და ღრიალით დაეშვა მიწაზე ქვისა და ნაცრის წვიმა,რომელმაც მზე დააბნელა.მიწაზე ცვიოდა დახოცილი ფრინველები,ყოველ მხარეს გოდებით გარბოდნენ ადამიანები,სოროებში მიძვრებოდნენ ცხოველები.ზეციდან ჩამოსული,თუ ქვესკნელიდან ამოხეთქილი წყალი ნიაღვრებად მიედინებოდა პომპეის ქუჩებში.
ეს უბედურება პომპეისა და ჰერკულანუმს თავს დაატყდა ერთ ჩვე3ულებრივ მზიან დღეს,დილაადრიან.ორივე ქალაქი სხვადასხვაგვარად დაიღუპა.ჰერკულანუმი,მისი ქუჩები და შესახვევები მთლად წალეკა ფერფლის,წყლისა და ლავისაგან წარმოქმნილმა ტალახმა.ტალახი ავსებდა ქალაქს,როგორც წყალი ღრუბელს,ადიოდა სახურავებამდე,კარ-ფანჯრებიდან შედიოდა სახლებში და ბოლოს მთლიანად ამოავსო ქალაქი.გადარჩა მხოლოდ ის,ვინც გაქცევა მოასწრო.
პომპეის ბედი რამდენადმე სხვაგვარი იყო. (ავტორი გენია.ჯი) აქ არ ყოფილა ტალახი,რომლისგანაც გაქცევით შეიძლებოდა გადარჩენა.პომპეიში თავდაპირველად წამოვიდა ვულკანური ფერფლი,რომელიც კაცს ადვილად შეეძლო ჩამოეფერთხა,მაგრამ მალე მას ჯერ ლაპილი მოჰყვა,შემდეგ კი პემზის დიდი,რამდენიმე კილოგრამიანი ნატეხები.მთელი საშიშროება ნელ-ნელა გამომჟღავნდა და ბოლოს,როდესაც ადამიანები მიხვდნენ,რა საფრთხეც ელოდათ,უკვე გვიანი იყო.ქალაქზე დაეშვა გოგირდის გაზი.იგი აღწევდა ყოველგვარ ჭუჭრუტანაში,ატანდა საბურავებში,რომლითაც ადამიანები სახეს იფარავდნენ.სულ უფრო და უფრო ჭირდა სუნთქვა… თავის გადასარჩენად,სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად მოქალაქეები ქუჩებში გამორბოდნენ.აქ მათ ლაპილის სეტყვა ხვდებოდათ და თავზარდაცემულნი ისევ უკან აწყდებოდნენ,მაგრამ სახლში ჭერი ენგრეოდათ და ამ ნანგრევებში იღუპებოდნენ.ზოგიერთი ახერხებდა ოდნავ გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე: ისინი იმალებოდნენ კიბეების ქვეშ და დერეფნებში.სიკვდილის შიშით შეპყრობილები იქ ატარებდნენ სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს,მერე კი იქცა აღწევდა გოგირდი…
ორმოცდარვა საათის შემდეგ მზე ისევ ამობრწყინდა,მაგრამ არც პომპეი და არც ჰერკულანუმი უკვე აღარ არსებობდა. 18 კილომეტრის რადიუსით ყველაფერი მოისპო,მინდვრები დაიფარა ლავით და ფერფლით.ფერფლმა თვით აფრიკას,სირიასა და ეგვიპტემდე მიაღწია.ვეზუვის თავზე კი ახლა მხოლოდ ბოლის წვრილი სვეტი მოჩანდა და მოწმენდილი ცა კრიალებდა.
არქეოლოგებმა პომპეის გათხრებისას აღმოაჩინეს მეტად საშინელი მასშტაბი პომპეის კატასტროფისა.
რისი მოყოლა შეეძლო ორ ჩონჩხს,ფეხებზე მონის ბორკილები რომ შერჩა? რა განიცადა იმ ორმა დაბორკილმა,უმწეო ადამიანმა,როდესაც ირგვლივ ყველაფერი იღუპებოდა? რამდენი იწვალა სიკვდილის წინ იმ ძაღლმა,რომელიც ოთახის ჭერში იქნა აღმოჩენილი?
არქეოლოგთა წერაქვი თანდათან აჩენდა მთელი ოჯახების დაღუპვის უსაშინელესი ტანჯვა-წამების სურათებს.ბულვერ-ლიტონის ცნობილი რომანის “პომპეის უკანასკნელი დღეების” ბოლო თავში არაფერია გაზვიადებული.ნახეს დედები,რომელთაც ხელში ბავშვები სჭერიათ.ისინი ცდილან თავისი ტანისამოსით დაეფარათ პატარები,მაგრამ ერთად დაღუპულან.ზოგს თავისი განძეულობის წამოღება და ჭიშკრამდე მისვლა მოუსწრია,მაგრამ იქ ლაპილის სეტყვა წამოსწევია და იქვე დაცემულა ხელში ჩაბღუჯული ძვირფასეულობითა და ფულით.”Cave Canem” – “ერიდე ძაღლს” – ამბობს მოზაიკური წარწერა იმ სახლის წინ,რომელშიაც ბულვერმა თავისი გლავკი დაასახელა.ამ სახლის ზღურბლზე ორი ქალიშვილი დაიღუპა.ისინი თავიანთი ნივთების შეგროვებაში დაყოვნებულან,შემდეგ კი დაგვიანებულა.ჰერკულესის კართან დაღუპული გვამები ერთმანეთზე იყო მიყრილი.ჩანს,სახლიდან წაღებულ ტვირთს ვერ მორევიან.ერთ ოთახში ქალისა და ძაღლის ჩონჩხები იპოვეს.დაკვირვებულმა კვლევამ აქ გათამაშებული ტრაგედია აღადგინა.მართლაც,რატომ შეინახა ძაღლის ჩონჩხი ხელუხლებლად,ქალის ძვლები კი მთელს ოთახში იყო მიმოფანტული? ვის შეეძლო მათი გაფანტვა? ძაღლს ხომ არა,რომელშიც შიმშილმა მგლის ბუნება გააღვიძა? შესაძლებელია,მან სიცოცხლე იმითი გაიხანგრძლივა,რომ საკუთარ პატრონს ეცა და დაგლიჯა.
იქვე მახლობელ სახლში საბედისწერო დღის ამბებმა ქელეხი შეწყვიტეს.მოქელეხენი მაგიდის გარშემო წამოწოლილიყვნენ.ერთ ადგილას სიკვდილმა მოუსწრო შვიდ ბავშვს,რომლებიც ოთახში თამაშობდნენ და არ იცოდნენ,რა მოელოდათ.მეორეგან ნახეს ოცდათორმეტი კაცი და მთთან თხა,რომელსაც ჩანს,ეჟვანის გამწარებული წკარუნით შეუფარებია თავი ადამიანის საცხოვრებლის მოჩვენებითი სიმტკიცისათვის.
სახლები,იზიდას ტაძარი,ამფითეატრი – ყველაფერი ხელუხლებლად შემოინახა.კანცელარიებში ისევ ეწყო ცვილის ფირფიტები,ბიბლიოთეკებში – პაპირუსის გრაგნილები,სახელოსნოებში – იარაღები,აბანოებში – სტრიგილები (საფხეკები).
პომპეის 20 000 მაცხოვრებლიდან ქუჩებსა და შენობებში 2 000 ადამიანი დაიღუპა.მიუხედავად იმისა,რომ ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ კატასტროფამდე დატოვა პომპეი,მათმა დიდმა ნაწილმა მაინც ვერ გააღწია სამშვიდობოს,რადგან მეცნიერების მიერ კატასტროფიდან ჩვიდმეტი საუკუნის გასვლის შემდგომ აღმოჩენილი იქნა პომპეის გალავნების გარეთ დაღუპულთა ნაშთები.ამიტო,ზუსტად დაუდგენელია,თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ვეზუვის ამოფრქვევას ამ უძველეს იტალიურ ქალაქში. (ავტორი გენია.ჯი)