“დამაკვირდი”
1. ”მეფეებს არ უყვართ მათი სისუსტის მოწმენი,ხოლო ბუნებით დესპოტთ – ისეთი მრჩეველნი,ვინც თუნდაც ერთხელ მათზე ჭკვიანი გამომდგარა”. – შტეფან ცვაიგი - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ბავშვობის პირველი შთაბეჭდილებები მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვება ხოლმე ადამიანს”.
* * *
3. “მე მგელივით გამოვხრავდი ბიუროკრატიზმს”. – ვლადიმერ მაიაკოვსკი
* * *
4. “მართალია ის,ვინც იმარჯვებს”. – ჰერმან გერინგი
* * *
5. ”არც ერთი კაცი ხელს არ მოჰკიდებს სერიოზულად არც ერთ საქმეს,თუ მას შიმშილი,გაჭირვება,ან სხვა რამე ამდაგვარი არ აიძულებს”. – კ.კერამო – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “ისეთ სასტიკ სიძულვილს ვერსად შეხვდებით,როგორსაც ერთი და იგივე ჯურის სხვადასხვა სახეობებს შორის”.
* * *
7. “ბრიყვებს შევეწირე მსხვერპლად”. – ნაპოლეონ ბონაპარტი
* * *
8. “დიადი მაგალითი მუდამ ან რყვნის მთელ თაობას,ან აღამაღლებს”.
* * *
9. “მუდამ ასეა,როდესაც უკვე გვიან არის,მეფეები და იმპერატორები ერთბაშად აღმოაჩენენ ხოლმე,რომ მკერდში დემოკრატიული გული უძგერთ”. – შტეფან ცვაიგი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “ყოველი საგმირო ლეგენდა, ისტორიისათვის სულიერი ზურგის მაგვარი რამაა და როგორც ყოველი ზურგი,ისიც გულარხეინად მოითხოვს ყველა იმ სიქველეს,რომელთაგან თვითონ არაფერი ევნება: ადამიანთა ურიცხვ მსხვერპლს,უანგარო თავდადებას და ბრმა ერთგულებას თვით უშლეგეს საგმირო საქმისთვისაც კი”.