ნიკო ნიკოლაძის აღსარება ქართველ ხალხს…
“მას აქეთ,რაც მე ჩემს თავს ვიცნობ,მე ერთი წადილის მეტი არა მქონია,ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია.მე შენ მიყვარდი,შენ მწამდი,შენ გემსახურებოდი ავად თუ კარგად,როგორც შემეძლო,როგორც ჭკუა მიჭრიდა.მე შენ მიყვარდი,რომლის ბედი და უბედობა,რომლის ავი და კარგი,ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა. (ავტორი გენია.ჯი) მე დამივლია მთელი ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყანაში,ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები,მაგრამ ყოველგან და ყოველთვის,სადაც კი ვყოფილვარ,ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება,შენთვის სამსახური,შენი სარგებლობა.არც საფრანგეთის ამაღელვებელ და აღმტაცებელ ცხოვრებას,არც პეტერბურგის განსაცდელით მიმზიდველ საზოგადოებას,არც იტალიის მშენებლობას,არც შვეიცარიის თავისუფლებას არასოდეს,არც ერთი წამის განმავლობაში არ მოუხიბლავს ჩემი გრძნობა და გული,არ შეუცდენივარ და არ მიუზიდივარ,თუმცა ახალგაზრდა კაცის გულზე გვარიანი გავლენა აქვს იქაური დიდი სახელის და დიდი გავლენის იმედს… იმის მაგიერ,რომ იქაურ ცხოვრებას მივებარე და სხვებივით დამევიწყნა ჩემი ერთი ნამცეცა ქვეყანა,ჩვენი ყველასაგან უცნობი ხალხი,მე ნიადაგ შენზე ვფიქრობდი,რომ სადმე,როგორმე,სადაც კი ყოფილიყო,შენთვის ცოტაოდენი სარგებლობა მაინც მომეტანა… სხვადაგნ და ჩვენში,მწერალი გაჩუმებული,ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსაქხური ვიყავი”. (ავტორი გენია.ჯი)