გაკი

გაკი (ჩინური წარმომავლობის მქონე იაპონიზირებული სიტყვაა და “მშიერ სულს” აღნიშნავს) – იაპონური მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი არსებაა.იმავე მითოლოგიის მიხედვით,მარადიულად მშიერი დემონები – გაკები ბინადრობდნენ ერთ-ერთ ბუდისტურ სამყაროში,რომლის სახელწოდებაც გახლდათ – გაკიდო. (ავტორი გენია.ჯი) იაპონელთა რწმენით,გაკებად სიკვდილის შემდგომ გარდაიქცეოდნენ ის გაუმაძღარი ადამიანები,რომლებიც თავიანთი სიცოცხლის პერიოდებში უდიერად ექცეოდნენ საკვებად ვარგის პროდუქტებს და იმის ნაცვლად,რომ ისინი გაჭირვებული და მშიერი ადამიანებისათვის მიეწოდებინათ,მათ სანაგვეებში ყრიდნენ.მიუხედავად იმისა,რომ გაკებს შიმშილის გრძნობა განუსაზღვრელ ტკივილს და დიდ ტანჯვას აყენებდა,შიმშილით მათი დაღუპვა მაინც შეუძლებელი მოვლენა გახლდათ.ისინი იკვებებოდნენ აბსოლუტურად ყველაფრით.მათ შორის საკუთარი შვილებითაც კი, და ძალუძდათ ამიერში (ცოცხალ ადამიანთა სამყაროში) გადმონაცვლებაც,რაც საბოლოო ჯამში ამ ამაზრზენ დემონებს კანიბალებად აქცევდა.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ ისინი შიმშილის გრძნობას მაინც ვერასოდეს იკმაყოფილებდნენ.გაკებს იაპონელები გამოსახავდნენ შიმშილისაგან ჩოჩხადქცეული ადამიანების სახით.ფაქტიურად,იაპონური მითოლოგიის აღნიშნული დემონები ერთგვარი ანალოგი გახლდათ ბუდისტურ კოსმოლოგიაში არსებული “მშიერი სულების” – პრეტებისა.იაპონელი ბუდისტები 657 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის აგვისტოს შუა რიცხვებში აღნიშნავდნენ გაკებისადმი დაწესებულ ხსოვნის სპეციალურ დღეს და მიიჩნევდნენ,რომ ასეთი დღის აღნიშვნის შემდგომ მრავალი გაკი თავისუფლდებოდა მისთვის მისჯილი ტანჯვა-ვაებისაგან. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>