ასმათ ბააზოვი – “შვილი,შვილი და შვილი”

ვერ იტევს შვილის ღიმილს

ოთახი,ეზო,ბაღი…

ზღვას ეფინება სხივი

მისი ნათელი სახის,

ჩემი მკერდიდან შვილის

სუნთქვა მოისმის ლაღი.

ფეთქავს ნუშების თოვლი,

ღელავს მდინარის პირი,

და მე სავსე ვარ მხოლოდ

შვილით,შვილით და შვილით.

გაცოცხლებულან მთები,

აუწევიათ მხრები

და რაცბ იზრდება შვილი,

უფრო ამაყი ვხდები.

ეზოში – ცხენი შვილის,

ოთახში – ბურთი შვილის,

თაროზე – მშვილდი შვილის,

სკამზე – ნემსკავი შვილის,

მარცხნივ,კედელზე,ერთგან

დიდი სურათი შვილის.

ჩემში,ოთახში,ყველგან

შვილი,შვილი და შვილი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>