მაქსიმილიან რობესპიერისა და ჟოზეფ ფუშეს დაპირისპირებიდან…
როგორც ცნობილია,ცხოვრების ადრეულ ეტაპზე საფრანგეთის დიდი რევოლუციის მომავალი ლიდერი და ქვეყნის ფაქტიური მმართველი - მაქსიმილიან რობერსპიერი (1758-1794 წლები) და ათეისტური მსოფლმხედველობით გამორჩეული ფრანგული პოლიციის მინისტრი – ჟოზეფ ფუშე (1759-1820 წლები) კარგი მეგობრები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ ფუშეს მაქსიმილიანის ღვიძლ დაზე – შარლოტაზე უნდა ექორწინა,თუმცა შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა რობერსპიერსა და ფუშეს შორის ძალიან დიდი მტრობა და ზიზღი წარმოშვა.ისტორიკოსთა ერთი ნაწილის მტკიცებით,ჟოზეფისა და შარლოტას ქორწინება სწორედ ამ ორი უდიდესი გავლენის მქონე პოლიტიკოსის მტრობას ემსხვერპლა.რობერსპიერი და ფუშე მუდმივად ცდილობდნენ ერთმანეთი საჯაროდ დაემცირებინათ.ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა მაქსიმილიანი,რომელიც ცდილობდა,რომ შიგ გულში მიეყენებინა მომაკვდინებელი დარტყა ოპონენტისათვის.ერთ დღეს,კონვენტში სიტყვით გამოსვლის დროს,ფუშეზე განრისხებულმა რობერსპიერმა მას ერთობ ცინიკური სიტყვით მიმართა:
“აბა,გვაუწყე,ვინ აღგჭურვა მისიით,ხალხს ახარე,ღმერთი არ არსებობსო.სასიკეთოს რას მოიმკი,თუ ადამიანებს ჩააგონებ,რომ ბრმა ძალა განაგებს მათ სვე-ბედს და ალალ ბედზე ხან სიქველეს სჭედს და ხან მანკიერებას,რომ ადამიანის სული სხვა არა არის რა,თუ არა უნიათო ფშვინვა,რომელიც სამარის კართანვე ქრება? უბადრუკო სოფისტო,რა უფლებით ბედავ უმანკოებას გონიერების სკიპტრა წაართვა და მანკიერებას ჩაუგდო ხელში? ბუნებას სუდარა გადააფარო,უბედურება კიდევ უფრო უსასოო გახადო,დანაშაული გაამართლო,სიკეთეს ჩრდილი მიაყენო და კაცობრიობა დაამცირო?.. მხოლოდ და მხოლოდ ბოროტმოქმედს,საკუთარ თვალშიც საძულველსა და სხვებისთვისაც საზარელს,შეუძლია ირწმუნოს,რომ ბუნება არარაობაზე უფრო წარმტაცს ვერას მოგვმადლის”. – (ავტორი გენია.ჯი)
საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომი პერიოდის ტერორის ფუძემდებლის აღნიშნულმა განცხადებამ კონვენტის წევრთა მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.ფუშე კი როგორც ჩვეოდა – მრავალმნიშვნელოვნად დუმდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კაცი რომელიც ოქროსა და ვერცხლს – “საზიზღარი და გამხრწნელი ლითონების” სახელით მოიხსენიებდა,რობერსპიერის არა მხოლოდ პოლიტიკური,არამედ პირდაპირი მნიშვნელობით მისი მესაფლავე გახდა.სწორედ ჟოზეფ ფუშეს უშუალო ხელმძღვანელობით იქნა რობერსპიერი კონვენტში დაკავებული და შემდგომ სიკვდილით დასჯილი გილიოტინაზე.საფრანგეთის ორ ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის წარმოქმნილ კონფლიქტში გამარჯვება საბოლოო ჯამში პოლიტიკურ ინტრიგებში ბევრად უფრო გაქნილ – ჟოზეფ ფუშეს დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)
ჟოზეფ ფუშე