მაიას ცივილიზაციის ხალხის შესახებ…
მესოამერიკული ცივილიზაციის – მაიას ხალხი ქალაქის მაცხოვრებელი ხალხი იყო.ისინი მოქალაქეები იყვნენ იმ შეზღუდული გაგებით,რა გაგებითაც მოქალაქეები იყვნენ ყველა ევროპელი ხალხები XV საუკუნიდან: ქალაქებში ცხოვრობდნენ გაბატონებული კლასები (დიდებულები და ქურუმები),ქალაქები წარმოადგენდნენ პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრებს,მთელი კულტურის,სულიერი ცხოვრებისა და ეთიკის ცენტრებს. (ავტორი გენია.ჯი) მაიას ხალხი შედგებოდა ერთი მუჭა გაბატონებული ადამიანებისა და ჩაგრულთა უდიდესი მასისაგან.წარმოსადგენადაც კი ძალიან ძნელია,რაოდენ ღრმა იყო უფსკრული ამ ორ კლასს შორის.რამდენადაც შეგვიძლია ამჟამად ვიმსჯელოთ,მაიას ხალხში არ არსებობდა საშუალო ფენა – ბურჟუაზია.
დიდებულები წარმოადგენდნენ სავსებით გამოცალკევებულ კლასს.თავიანთ თავს ისინი უწოდებდნენ “ალმეჰენოობ”-ს ანუ “დედმამიანებს”,ესე იგი მათ,ვისაც თავისი წარმომავლობის წიგნები ჰქონდა.დიდებულებს ეკუთვნოდნენ აგრეთვე ქურუმები,დიდებულთაგან იყო გამოსული მემკვიდრე მთავარიც “ჰლაჩ ვინიკ”-ი – “ჭეშმარიტი კაცი”.მაიას ხალხის უდიდესი ნაწილი “დედმამიანების” სასარგებლოდ შრომობდა.მოსავლის ერთ მესამედს გლეხი აძლევდა დიდებულებს,მეორე მესამედს – ქურუმებს და მხოლოდ მესამედი რჩებოდა პატრონს.
მეტად საყურადღებოა ის გარემოება,რომ მაიას ხალხი გახლდათ ის ერთადერთი ცივილიზაცია დედამიწაზე,რომელიც არ იცნობდა არც შინაურ და არც ტვირთმზიდავ საქონელს და, მაშასადამე,არც ბორბალს.თესვისა და ჭირნახულის აღებისაგან თავისუფალ დროს გლეხებს მონებთან ერთად ამუშავებდნენ მშენებლობებზე.ყოველგვარი საზიდებისა და გამწევი საქონლის გარეშე მათ მიჰქონდათ უზარმაზარი ქვის ბლოკები; რკინის,სპილენძისა და ბრინჯაოს გარეშე,მხოლოდ ქვის იარაღებით კვეთდნენ დიდებულ ქანდაკებებსა და ძეგლებს.თავისი ოსტატობით მაიას ხალხი არათუ ჩამოუვარდებოდა ეგვიპტის პირამიდებიოს მშენებელთ,არამედ,ალბათ,ჯობდნენ კიდეც.
მაიას მთელი ისტორიის მანძილზე მათ მიწათმოქმედებას უაღრესად პრიმიტიული ხასიათი გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მაია მისდევდა ეგრეთ წოდებული მიწათმოქმედების საახოე სისტემას.ჯერ ჯუნგლებს გაჩეხავდნენ,წაქცეული ხეები რომ გახმებოდა,ცეცხლს წაუკიდებდნენ წვიმების პერიოდის დაწყების წინ,ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდგომ გრძელი,წაწვეტებული მარგილებით ორმოებს გათხრიდნენ და შიგ სიმინდის მარცვლებს ჩაყრიდნენ.მოსავლის აღების შემდეგ გდადიოდნენ სხვა ნაკვეთზე.რადგანაც მიწის სასუქი სრულებით არ იხმარებოდა (თუ არ ჩავთვლით ორგანულ სასუქს,რომელსაც იყენებდნენ სამოსახლოების ახლო მდებარე მიწებზე),მიწა დიდიხნით უნდა დაესვენებინათ.ამგვარად,ჩვენ მივადექით იმის სწორ ახსნას,თუ რატომ მიატოვა მაიას ხალხმა თავისი დიდებული 1ქალაქები და რატომ აიყარა თავისი საცხოვრებელი ადგილებიდან.
მიწა იფიტებოდა.მიწას სულ უფრო მეტი დრო სჭირდებოდა დასასვენებლად.ამიტომ მიწათმოქმედს სულ უფრო შორს უხდებოდა ჯინგლებში შესვლა,მათი გაჩეხვა და დაწვა.იგი სულ უფრო შორდებოდა ქალაქს,რომელსაც მისნ გარეშე არსებობა არ შეეძლო.ბოლოს და ბოლოს მიწათმოქმედსა და ქალაქს შორის უზარმაზარი გადამწვარი ველი გაჩნდა.მაიას ძველი სამეფოს ბრწყინვალე ცივილიზაციამ თავისი არსებობა შეწყვიტა,რადგან მან დაკარგა თავისი საფუძველი.ცივილიზაციამ შეიძლება იარსებოს ტექნიკის გარეშე,მაგრამ მისი არსებობა უგუთნოდ შეუძლებელია! შიმშილი – აი ის ძალა,რომელმაც აიძულა მაიას ხალხი შორეულ გზას გასდგომოდა.
ისიც აიყარა,მიატოვა ქალაქები და სანამ ჩრდილოეთში ახალი სამეფო შენდებოდა,ჯუნგლები ნელ-ნელა დაუბრუნდნენ თავის ძველ ადგილს,შემოერტყნენ მიტოვებულ ტაძრებსა და სასახლეებს და ტყემ ადამიანის თვალისგან მთელი ათასი წლით დაჰფარა დიდებული ნაგებობები. – (ავტორი გენია.ჯი)