ჰერნან კორტესისა და ესპანელი კონკისკადორების შეფასება ისტორიკოსების მიერ…
“როგორ შეფასებასაც არ უნდა იმსახურებდეს ჰერნან კორტესისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ესპანელი კონკისკადორების მიერ აცტეკთა უზარმაზარი იმპერიის დაპყრობა-განადგურება,მორალური და სამხედრო თვალსაზრისით მაინც აღტაცების ღირსია. (ავტორი გენია.ჯი) ერთი მუჭა ავანტიურისტების ცუდად შეიარაღებული და არასაკმარისად აღჭურვილი რაზმი გადმოვიდა ფიცხი და მეომარი ხალხით დასახლებული… ძლიერი სახელმწიფოს სანაპიროზე.ავანტიურისტები არ იცნობდნენ ქვეყანას,არ იცოდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ენა,არა ჰქონდათ რუკა და კომპასი… მათ არ იცოდნენ შემდეგი ნაბიჯი მტრულად განწყობილ ხალხთან მიიყვანდა,თუ გაუვალ უდაბნოში.პირველსავე ბრძოლებში ძლივს გადაურჩნენ დამარცხებას,მაგრამ მაინც წინ მიიწევდნენ და დედაქალაქსაც მიაღწიეს.აცტეკების ძლიერებისა და მაღალი ზნეობის გაცნობამ არათუ შეარყია მათი განზრახვა,კიდევ უფრო განამტკიცა იგი.მათ ხელთ იგდეს აცტეკთა მეფე და მისი ქვეშევრდომების თვალწინ მინისტრები დაუხოცეს. და თუმცა შემდეგ დიდად დაზარალებულები ქალაქიდან განდევნეს,მაინც შეძლეს ძალები მოეკრიბათ,გონივრულად მოფიქრებული და უშიშრად განხორციელებული გეგმის წყალობით ისევ დაბრუნებულიყვნენ ქალაქში და თავიანთი ბატონობა მთელს სამეფოზე განემტკიცებინათ.გასაოცარია,როგორ მოახერხა ყოველივე ეს ავანტიურისთა ამ პატარა რაზმმა.ყველაფერი მართლაც რომ სასწაულსა ჰგავს.ყოველ შემთხვევაში,მსგავსი ფაქტი ისტორიისათვის უცნობია”. (ავტორი გენია.ჯი)