ალ-მუთანაბის ნააზრევი…
“როცა ბერიკაცი იფურთხება სიცოცხლის აუგად,მას განა სიცოცხლე მობეზრდა,არამედ საკუთარი სიძაბუნე.სიცოცხლის დამამშვენებელი ჯანსაღობა და ახალგაზრდობაა.როცა ისინი ზურგს შეაქცევენ ადამიანს,მაშინ კაციც პირს იბრუნებს ცხოვრებისაგან.საწუთრო ყოველთვის უკან მიითვლის იმას,რასაც გვანიჭებს.მისი გულუხვობა ხანდახან მაინც რომ გადაქცეულიყო სიძუნწედ,მაშინ იგი სიხარულისგანაც გვიხსნიდა,რომელიც ნაშიერად მწუხარებას გვიტოვებს.საწუთრო ლამაზი დიაცია,რომელიც უყვართ მისი ცბიერების მიუხედავად.მას ლამაზმანის ყველა თვისება აქვს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ადამიანი იქ აღმოჩნდება,სადაც თავად დაადგინებს თავს”.
* * *
“თუკი გონიერმა კაცმა გამოსცადა ადამიანები – გაიგებდა მათ გემოს: მე საცნაურვყავი,რომ მთელი მათი სიყვარული მოტყუებაა,მთელი მათი რწმენა ფარისევლობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მე ვკიცხავ ამ დროის კაცუნებს,რომელთა შორის ყველაზე განსწავლულად ენაბრგვილი ითვლება,ყველაზე შორსმჭვრეტელად – ბრიყვი.სადაც შეურაცხიათ კეთილშობილად ძაღლი,თვალხილულად – ბრმა.სადაც გულკეთილს სძინავს,როგორც ავაზას,ხოლო მამაცი მაიმუნივით გულდედალია”.
* * *
“განგების ხელი შენც მოგწვდება,მისთვის სულ ერთია რუხი მიმინო და შავი ყორანი”.
* * *
“დადარაჯებული იყავ კაცთა მიმართ,მაგრამ ნუ გაამხელ ამას,არ გაცთუნოს გაღიმებულმა პირმა.შენი თავის მეგობარი თავად შენა ხარ და არა ის,ვისაც შენ მეგობრად რაცხ,თუნდაც რომ მისგან მხოლოდ საალერსო სიტყვა გესმოდეს”.
* * *
“მხოლოდ მწუხარე ფიქრებს შეუძლიათ დალიონ ადამიანი.ისინი გაურევენ ჭაბუკის კულულს მხეცს და სიბერეს მიაახლებენ.უმეცარი ჭირშიაც დღეგრძელია,ხოლო ბრძენი ლხინშიც უბედური – თავისი ჭკუის მეოხებით.ყველა მაღლა მხედს ტანჯვა უწერია ამ სოფლად”.
* * *
“ის ვინც გაიცნობს ლამაზ დიაცს,მიხვდება,რომ ეს ბრწყინვალებაა,რომლის შიგნით უკუნეთია”.
* * *
“ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ,როცა კაცთაგან შეურაცხყოფის არმოყენება წყალობად და სიქველედ უნდა მივითვალოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)