ცრუო სოფელო,სად გიპოვო თავი და ბოლო!
განვვლეთ უდაბნო,ვერ კი ვცანით გზები უფლისა.
ჩვენი ცხოვრება?.. რაა იგი? – აჩრდილი მხოლოდ,
ცის უფსკრულებში დაღუპული კვალი ღრუბლისა.