ხუმრობა

ხუმრობა – ადამიანის არარსებითი,არაპრინციპული მნიშვნელობის მქონე ისეთი უმტკივნეულო დაცინვაა,რომელიც ამა თუ იმ პიროვნების ღირსებას ზიანს არ აყენებს; პირიქით,ხუმრობა ეს გახლავთ ვითომობითი დაცინვა.იგი არის ფსიქოლოგიური თამაში,რომელსაც დაცინვის ფორმა აქვს,მაგრამ შინაარსით ობიექტისადმი სიყვარულს შეიცავს.თავისი ბუნებით ხუმრობა უფრო გულუბრყვილობას ეფუძნება და არასოდეს არ ამჟღავნებს ფაქტთან ანალიზის გზით მისვლის ტენდენციას.იგი არარეალურის რეალურად წარმოდგენასთან მტკიცე კავშირშია.ამის გამო ხუმრობა უფრო მეტი სიმსუბუქით გამოირჩევა და, თუ შეიძლება ასე ითქვას,”წმინდა სიამოვნების” წყაროა.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,ხუმრობა არს სიტყვა კეთილი და გამაცინებელი კაცთა. – (ავტორი გენიაჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>