ქართველთათვის საყურადღებო კრიტიკული წერილი…

“ჩვენ,ქართველები ოინის ხალხი ვართ,ან ჩვენ ვხუჭავთ თვალებს,ან სხვები გვგონია თვალხუჭულა.ნუთუ არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი თავისა? მთელი ოცდახუთი,ოცდაათი წლის განმავლობაში მარტოკა ეხლა აღირსეს თბილი სიტყვა და თბილი ლუკმა,თითქოს იგრძნეს (თუ ვიგრძენით),რომ ჩქარა უნდა მომკვდარიყო და მშობლიური მზრუნველობა აღმოუჩინეს,საავადმყოფოში მოათავსეთ. (ავტორი გენია.ჯი)

კარგი და ეს ომიანობა არა ყოფილიყო და ქართველი ჯარისკაცებისათვის საავადმყოფო არ გაეხსნათ,სად ეღირსებოდა ვაჟას სიკვდილი? სად დავაწვენდით? ვინ მოუვლიდა? ჩოხაში გამოხვეულ,ჩუსტებ-დახეულ კაცს ვინ გაუღებდა კარს,ყველა,არა? ჰო,ყველანი,მხოლოდ მშრალი სიტყვით.დიახ,მშრალი,გამოფიტული სიტყვით,ისე,რომ ზოგიერთებმა ცხედრის წინაშეც კი წარმოსთქვეს და სხვათა შორის იმისაც კი არ შერცხვათ და ქვეყანას ამხილეს,”ამისთანა მაღალ ნიჭიერ კაცს არც ერთი შვილი არა ჰყავს შესაფერისად გამოზრდილიო”.ეს ხომ ყველამ იცოდა და ჩვენც ვიცოდით.რატომ ის სიტყვები,რომელიც გაცივებული გვამის წინ მარგალიტივით ცვიოდა და იფანტებოდა, 10-15 წლის წინათ გაზეთის ფურცლებზე არ იწერებოდა? რატომ მანამ დრო იყო,საზოგადოებას არ ამცნეს ჩვენი დიდი ბუმბერაზი კაცის უღონობა.განა არ შეეძლოთ დახმარება აღმოეჩინათ? ქართველი საზოგადოება ვერ შესძლებდა ღირსეული კაცის შვილები ღირსეულად აღეზარდნა? დიახაც,შეეძლოთ. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ… “მაგრამ” ის არის,რომ ზოგს ვაჟა-ფშაველას ჩოხა არ მოსწონდა,ზოგს სახელი,ზოგს სახლი,ზოგს იმისი საცხოვრებელი სოფელი,ზოგს იმისი ნაწერები,ზოგს რა,ზოგს რა და ამიტომ უყურადღებოდ იყო მიტოვებული. და ეხლა თუ თბილ-თბილი სიტყვები ვაღირსეთ და დიდათ ავამაღლეთ,იმიტომ რომ სხვა ეროვნებაში ჩვენი ორატორობა არ დაიჩრდილოს და იცოდეს ისტორიამ: მოკვდა კაცი შიმშილ-გაჭირვებაში და უკანასკნელ დღეს საფლავის კარამდინ აცილებენ და პატივს სცემენ.ცივი ხალხი ვართ და თბილი სიტყვები კი ვიცით”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>