პაბლო პიკასო – “ეპიზოდი”

XX საუკუნის მეორე ნახევარში გენიალურ ესპანელ მხატვარს,გრაფიკოსსა და კუბიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს – პაბლო რუის ი პიკასოს (1881-1973 წლები),ინგლისის ქალაქ ოქსფორდში არსებულმა მსოფლიოს უძველესმა ინგლისურენოვანმა უნივერსიტეტმა – “ოქსფორდმა” – “საპატიო დოქტორის” წოდება მიანიჭა და მხატვარი აღნიშნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად მიიწვია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ყველასათვის მოულოდნელად,პიკასო ამ უპოპულარულესი უნივერსიტეტის მიერ მისდამი გამოჩენილ პატივს ერთობ გულგრილად მოეკიდა და ორგანიზატორებს საზეიმო ცერემონიაზე დასწრებაზე უარი შემდეგი სახის მეტად უდიერი წერილით აუწყა: “არ მცალია თქვენს ზეიმში მონაწილეობის მისაღებად.არ მცალია დავინტერესდე თქვენი უნივერსიტეტით.ცხოვრება მეტად ხანმოკლეა.მე ვხატავ.პიკასო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>