ჩარლზ სპენსერ ჩაპლინის დამოკიდებულება ატომური იარაღისადმი…
“თანამედროვე ცხოვრების სულ უფრო და უფრო მზარდი გართულებების დროს,მეოცე საუკუნის კინეტიკის შემოტევის პირობებში,პიროვნება იზღუდება გიგანტური ორგანიზაციების მიერ,რომლებიც ყოველი მხრიდან უტევენ და ემუქრებიან მას პოლიტიკურად,მეცნიერულად,ეკონომიურად. (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ მსხვერპლი ვხდებით სულიერი შეზღუდვებისა,სანქციებისა,ხოლო ზოგჯერ უფლებების მსხვერპლიც ვართ.
ჩვენ,ჩვენივე წაყრუებით,ისეთ ფორმაში ჩამოსხმულები აღმოვჩნდით,რომ შინაგანი კულტურული ჭვრეტის უნარი აღარ შეგვვრჩა.ბრმად შევაბიჯეთ სიმახინჯესა და განურჩევლობაში და ესთეტიკური აღქმის უნარი დავკარგეთ.სარფისა და სხვებზე აღმატებული ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ცხოვრების აზრი დაგვიჩლუნგდა.ჩვენ თვითონვე მივეცით ნება ძალებს თავიანთ ქსელში გავეხვიეთ,ხოლო რა დამღუპველი შედეგი მოჰყვებოდა ამას,სულაც არ გავითვალისწინეთ.
ჭკვიანურ წარმმართველ ძალასა და პასუხისმგებლობის გრძნობას მოკლებულმა მეცნიერებამ პოლიტიკოსებსა და სამხედრო ხელისუფალთ ისეთი მოსპობის იარაღი ჩააბარა,რომ ახლა ქვეყნად ყოველი ცოცხალი არსის ბედი მათ ხელთ არის.
ასეთი განუზომელი უფლებების მიცემამ ადამიანებისათვის,რომელთა მორალური პასუხისმგებლობა და ინტელექტუალური შესაძლებლობანი,ძალიან რბილად რომ ვთქვათ,უცოდველი და შეუცდომელი სულაც არ არის,ხოლო ბევრ შემთხვევაში სათუოც კია,შესაძლოა ქვეყნად სიცოცხლის მთლიანად მოსპობამდეც კი მიგვიყვანოს. და მაინც ბრმად მივყვებით ამ გზას.
ერთხელ რობერტ ოპენჰაიმერმა (ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი,რომელიც გახლდათ ატომური ბომბის შექმნის პროექტის ხელმძღვანელი. – ავტორი გენია.ჯი) მითხრა,ადამიანს ცოდნის წყურვილი ამოძრავებსო.კეთილი და პატიოსანი,მაგრამ ხშირად იგი აღარ უფიქრდება ამა თუ იმ მოვლენას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს.ამაზე ოპენჰაიმერიც დამეთანხმა.ზოგიერთი მეცნიერი რელიგიოზურ ფანატიკოსსა ჰგავს.ისინი წინ მიისწრაფვიან და ღრმადა სჯერათ,რომ რასაც აღმოაჩენენ,უსათუოდ კეთილის სამსახურში უნდა ჩადგეს და რომ მათი შემეცნების კრედოც მორალურ კანონს წარმოადგენს.
ადამიანი ცხოველს წარმოადგენს,თვითგადარჩენის პირველყოფილი ინსტიქტებით.ამიტომაც,პირველად გამომგონებლობის უნარი განუვითარდა,მერე კი – სული.ასე რომ,მეცნიერული პროგრესი გაცილებით წინ უსწრებს ადამიანის ზნეობრივ მხარეს.
ადამიანური პროგრესის გზაზე ალტრუიზმი (ზნეობრივი პრინციპი,რომელიც ნიშნავს სხვა ადამიანებისადმი უანგარო სამსახურს,პირადი ინტერესების ნაცვლად,სხვისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევას. – ავტორი გენია.ჯი) ძალიან მძიმედ მიიწევს წინ.ბორძიკით,მოკლე ნაბიჯებით მისდევს კუდში მეცნიერებას, და მხოლოდ განსაკუთრებული გარემოება აიძულებს ხოლმე ზოგჯერ,იმოქმედოს.სიღატაკემ ჩვენს დროში იკლო არა ალტრუიზმის ან მთავრობათა ფილანტროპული მიდრეკილებების გამო,არამედ დიალექტური მატერიალიზმის ძალების წყალობით.
კარლაილმა თქვა,ქყეყანას იხსნიან ადამიანები,რომელთაც ფიქრის უნარი შესწევთო.მაგრამ ეს თავისთავად სერიოზულმა გარემოებებმა აიძულეს ადამიანს.
მაგალითად,ატომის გახლეჩისათვის რომ მიეღწია,ადამიანი კუთხეში მიჩიხეს და აიძულეს,ეფიქრა.ორში ერთი უნდა აერჩია – ან უნდა დაღუპულიყო,ან ეფიქრა და აღმოეჩინა.მეცნიერების მამაოძრავებელი ძალა აიძულებს მას ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს.ამიტომაც მჯერა,რომ ბოლოს მაინც ალტრუიზმი იმძლავრებს და ქვეყნად სიკეთე გაიმარჯვებს”. (ავტორი გენია.ჯი)