ჰანს ერტლი – “ეპიზოდი”

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მაცხოვრებელმა სახელოვანმა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა,სამეცნიერო-პოპულარული ფილმების რეჟისორმა და ალპინისტმა - ჰანს ერტლმა (1908-2000 წლები), 1960-იან წლებში ოფიციალური განცხადება გააკეთა იმის შესახებ,რომ უახლოეს ხანებში ამაზონის გაუვალ ჯუნგლებში აპირებდა გამგზავრებას,რათა იქ დაეჭირა 10-15 მეტრი სიგრძის მქონე უზარმაზარი გველი – ანაკონდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მიზანი გახლდათ ამაზონის ჯუნგლებში დაჭერილი ანაკონდის გაყიდვა,რათა ამ მეთოდით შემოსული ფულით ახალი სამეცნიერო ფილმისათვის გადასაღები საჭირო სახსრები მოეძიებინა.ჰანსის უცნაურმა გადაწყვეტილებამ მრავალი პროფესიის ადამიანი დააინტერესა.მათ შორის ცნობისმოყვარეობით გამორჩეული ჟურნალისტებიც.ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე,თუ რატომ გადაწყვიტა ერტლმა ესოდენ რთული და სარისკო გზით ეშოვნა სამეცნიერო ფილმის გადაღებისათვის საჭირო თანხები,მან ერთმნიშვნელოვანი პასუხი გასცა: “საქმე ისაა,რომ ანაკონდის დაჭერა უფრო ადვილია,ვიდრე ფედერაციული მთავრობისაგან კულტურულ-საგანმანათლებლო ფილმისათვის საჭირო სუბსიდიის მიღებაო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>