ბერტოლტ ბრეხტი – “ეპიზოდი”
ოთხი ათეული წლის წინ,გენიალური გერმანელი დრამატურგის,პოეტის,რეჟისორისა და თეატრალური მოღვაწის – ბერტოლტ ბრეხტის (1898-1956 წლები) მშობლიურ ქალაქ აუგსბურგში გერმანელმა ენთუზიასტებმა მისივე მშობლიურ სახლს გაუკეთეს მემორიალური დაფა. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ესოდენ სახელოვანი პიროვნების მემორიალური დაფის საზეიმო გახსნაში მშობლიური ქალაქის მუნიციპალიტეტს არათუ მონაწილეობა არ მიუღია,არამედ თავისი არც ერთი წარმომადგენელიც კი არ გაუგზავნია.მიუხედავად ამისა,ბრეხტის მემორიალური დაფის გახსნას მისი შემოქმედების უამრავი თაყვანისმცემელი მაინც დაესწრო,რომელთაგან ქალაქის მუნიციპალიტეტზე განაწყენებულ ერთ-ერთ მონაწილეს შემდეგი სახის პლაკატი ეპყრა ხელთ: “თქვენ ცხოვრობდით აუგსბურგში,რომელსაც დავიწყებული ჰყავს თავისი დიდი შვილები”. (ავტორი გენია.ჯი)