უჩვეულო მოვლენა ლენინგრადის საოპერო თეატრში
1930 წელს ლენინგრადის (თანამედროვე სანკტ-პეტერბურგის) ოპერის თეატრი ბალეტის – “ყინულის ქალწულის” პრემიერისთვის ემზადებოდა.თითქოს ყველაფერი მზად იყო,მაგრამ ბალეტმეისტერმა ერთ-ერთი რეპეტიციის წინ სცენაზე გამოსაყვანად რაოდენ უჩვეულოც არ უნდა იყოს, – ცოცხალი ძროხა მოითხოვა. (ავტორი გენია.ჯი)
რადგანაც პრემიერამდე მცირეოდენი დრო იყო დარჩენილი,თეატრის ადმინისტრაცია იძულებული გახდა ბალეტმეისტერის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.მათ ვასილევსკის კუნძულზე მაცხოვრებელ ერთ-ერთ მოსახლეს სთხოვეს თავისი ძროხა რამდენჯერმე მიეყვანა რეპეტიციის წინ ლენინგრადის საოპერო თეატრში,რისთვისაც ძროხის მეპატრონე მსახიობის ერთჯერადი გამოსვლის განაკვეთს მიიღებდა ხელფასის სახით.ცნობილია,რომ თეატრის სცენაზე სხვადასხვა ეპოქებში არაერთი გაწვრთნილი ცხოველი გამოუყვანიათ,თუმცა ამჯერად ცოცხალი ძროხის მონაწილეობა პირველი შემთხვევა გახლდათ ისტორიაში.მსახიობმა-ძროხამ თავის მოვალეობას პირნათლად გაართვა თავი,მაგრამ ერთ დღეს იგი რეპეტიციაზე არ “გამოცხადდა”.ძროხის პატრონმა კი დირექციას მისი მსხვილფეხა პირუტყვის გამოუცხადებლობა შემდეგი გარემებით აუხსნა:
- ვასილევსკის კუნძულიდან თეატრამდე საკმაო დიდი მანძილია და ძროხა თავის ფლოქვებს ქვაფენილზე სიარულში ცვეთს,თან ტრამვაიც აფრთხობს.ამის გამო აღარ იწველება და ვეღარ მოვიყვანო.
თეატრის დირექცია გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა,რის გამოც იძულებული გახდა ერთ-ერთი ფაბრიკისათვის ძროხისათვის არა მხოლოდ სპეციალური რეზინის კალოშები დაეკვეთა,არამედ რეზინისვე ყურის დამცველები და შუბლსაფარიც.რამდენიმე დღის შემდეგ,რეზინის კალოშებით,ყურის დამცველებითა და შუბლსაფარით “მოკაზმული” მსახიობი-ძროხა ისევ გამოცხადდა თეატრში “სამუშაოდ”, და დაკისრებულ მოვალეობასაც ძალიან კარგად გაართვა თავი. (ავტორი გენია.ჯი)