ხალხური – “სიყვარული”

ეს ოხერი სიყვარული

კაცს გადარევს ჭკვაზედაო,

უმეცარ ბალღს დავემსგავზე,

ვეღარა ვარ წარზედაო.

სულ ვიკვნესი და სულ ვტირი, -

ცრემლი მამდის თვალზედაო.

ჩემი გული ტანჯულია,

იწვის ცეცხლის ალზედაო.

ჩემი ნავის ტალღებს ებრძვის

შავ,ბობოქარ ზღვაზედაო.

ჩემი ბედის ცხენ-მერანი,

შორად მიჰქრის გზაზედაო.

კიაფობენ მასკვლავები

შორს სივრცეში ცაზედაო.

ვინც მენ მიყვარს,ლამაზია

ბაღ-წალკოტის ვარდზედაო.

იმის მეტ ვინ გამახარებს

მენ ამ ქვეყანაზედაო.

ის თუ ჩემი არ იქნება,

ქვა ნუ დადგეს ქვაზედაო,

ნურც აიმან გაიხაროს,

თუ გამცვალოს სხვაზედაო.

კომენტარის დატოვება