იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,ადოლფ ჰიტლერი დასცინოდა ყოველგვარ სამართალს,მართლმსაჯულებასა და სასამართლო პროცედურებს.”მართალია ის,ვინც იმარჯვებს”, – ასეთი იყო მისი დევიზი. – (ავტორი გენია.ჯი)
2. “მე წარმოვადგენ ფრანგ მშრომელ ხალხს – ნორის მემაღაროეებს,კამარგიის მწყემსებს,ბოსის გლეხებს,რენოსა და შნაიდერის მუშებს… მოლიერის,ვიქტორ ჰიუგოსა და არტურ რემბოს ქვეყანას”, – წერდა დიდი ფრანგი პროზაიკოსი,პოეტი და გონკურის აკადემიის წევრი – ლუი არაგონი
3. “ჩემი მოვალეობაა არა კანონიერების დაცვა,არამედ მისი აღმოფხვრა”, – აცხადებდა ნაცისტური გერმანიის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა – ჰერმან გერინგი.
4. საქართველოზე შეყვარებულმა გამოჩენილმა ავსტრიელმა ნობელიანტმა მწერალმა ქალმა და საერთაშორისო პაციფისტური მოძრაობის წარმომადგენელმა – ბერტა ფონ ზუტნერმა (1843-1914 წლები),რომელსაც შტეფან ცვაიგმა “ჩვენი დროის დიდებული სულგრძელი კასანდრა” უწოდა,საქართველოში ყოფნის პერიოდში,ქალაქ ზუგდიდში დაწერა თავისი ცნობილი რომანები – “ცუდი ადამიანი”,”ჰანა” და “სულის ინვენტარიუმი”.
5. არტურ გუნდაკარ ზუტნერმა,რომელიც ბერტა ფონ ზუტნერის მეუღლე გახლდათ, 1984 წელს გაზეთ “კავკაზის” რამდენიმე ნომერში გამოაქვეყნა წერილების სერია “ვეფხისტყაოსანზე”.საყურადღებოა ის გარემოება,რომ სწორედ ეს წერილები გახლდათ პირველი ნაშრომთაგანი შოთა რუსთაველზე,რომელიც დაწერილი იქნა უცხოელი ავტორის მიერ.
6. მარქსიზმის იდეების ფუძემდებლებმა – კარლ მარქსმა და ფრიდრიხ ენგელსმა რუსული ენა გამოჩენილი რუსი მწერლისა და მოაზროვნის – ალექსანდრე გერცენის მიერ დაწერილი მემუარების – “ნამყოსა და ნაფიქრი”-თ შეისწავლეს.
7. მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი საბუღალტრო წიგნის ავტორი გახლდათ ლეონარდო და ვინჩის მეგობარი – ლუკა პაჩიოლო.
8. სიტყვა Buchalten ხმარებაში პირველად შემოვიდა 1498-1499 წლებში.ვენის სახელმწიფო არქივში დღემდეა დაცული საღვთო რომის იმპერატორის – მაქსიმილიანე I-ს ბრძანება,სადაც აღნიშნულია,რომ იგი,მაქსიმილიანე პირველი,დავთარმწარმოებელსა და მწერალს – ქრისტეფორე შტრეხერს – “ბუღალტერს” უწოდებს.
9. საბჭოთა იმპერიის წამყვანი გაზეთის – “პრავდის” გამოცემას 1912 წელს,ვლადიმერ ლენინმა – “რევოლუციური გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.
10. თუკი ირლანდიელ პოეტს – საემუელ ბატლერ ეიტს ვერწმუნებით,ირლანდიის ლეგენდარული მეფე – ფერგუს მაკ როი ნადირობაზე იმდენად ფანატიკურად ყოფილა შეყვარებული,რომ მას სამეფო ტახტიც კი დაუთმია,რათა თავისუფლად ენადირა. – (ავტორი გენია.ჯი)