„დამაკვირდი”
1. „ლატაკიაში პაექრობდნენ ქრისტე და მუჰამედი. ეს ზარებს არისხებს, ხოლო ის მინარეთიდან გაჰკივის. თვითეული თავის რწმენას ადიდებს და კაცი ვერ გაიგებს, რომელია მათ შორის მართალი”. - აბუ-ლ-ალა-მაარი
* * *
2. „რწმენა ყოველთვის იყო ძალა სუსტებისათვის და ხსნა უბედურთათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
3. „ნურავის ჰგონია ადვილი იყოს საბავშვო ლექსის და მოთხრობის დაწერა, ყველაზედ ძნელი სწორედ ესაა, და თუ არა ღვთიური ნიჭით მირონცხებულს და სულით მდიდარს, რაიც ერთგვარად 5-6 წლის ბავშვს აახლოებს 40 წლის ადამიანს, არ შეუძლიან გახდეს საბავშვო მწერალი”. – ვაჟა-ფშაველა
* * *
4. „ადამიანის გულში ჩაძირვას უფსკრულში დანთქმა სჯობს: უფსკრულში დანთქმული იქნებ კიდევ ამოხვიდე, ადამიანში ჩაძირული კი ხსნას ვერ ჰპოვებ”. – ძველთაძველი წარწერა პირსაბანზე
* * *
5. „ცხოვრება – ნაცარია მისი არსება”. – სუნდარარი
* * *
6. „განა ქვეყანაზე – ალაჰმა დალახვროს იგი! – არსებობს სამართალი? მას ხომ ცეცხლის შუქზეც ვერ მოსძებნი!..” – აბუ-ლ-ალა-მაარი
* * *
7. „რუსეთი არის მფლობელი ჩაგრული ერების უამრავი ნაპარავი საკუთრებისა, რომლის უკან დაბრუნებაც მას მოუხდება ანგარიშის გასწორების ჟამს”. – ფრიდრიხ ენგელსი
* * *
8. „სიკვდილი ხანგრძლივი, უკვდავი სიზმარია, ხოლო სიზმარი – მრავალჯერ განმეორებული, მოკლე სიკვდილი…” - აბუ-ლ-ალა-მაარი
* * *
9. „თქვენ უფლება გაქვთ იცხოვროთ, აშენოთ თქვენი ქვეყანა და ხალხის მომავალი.
თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ!” – ჰარიეტ ბიჩერ-სტოუ – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „ხანდახან დგება ხანმოკლე წუთი, როცა ადამიანებს მოსწყურდებათ გაახელონ ის, ვინც უნდათ საკუთარი თავის წინააღმდეგ აამხედრონ”. – პიერ მასკარი