მერე რა რომ ისინი “დილეტანტები” იყვნენ?!
თუკი თვალს გადავავლებთ მეცნიერულ აღმოჩენათა ისტორიას,ჩვენ არ გაგვიჭირდება იმის დადგენა,რომ მრავალი დიდი აღმოჩენა გააკეთეს “დილეტანტებმა”,”აუტსაიდერებმა”,ან თუნდაც სულაც იმ თვითნასწავლმა ადამიანებმა,რომლებიც რაღაც იდეით იყვნენ შეპყრობილნი. (ავტორი გენია.ჯი) ისინი არ სცნობდნენ რა იყო სპეციალური განათლების მუხრუჭი და თავისუფლად არღვევდნენ აკადემიურ ტრადიციებს.
XVII საუკუნის უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი – ოტო ფონ გერიკე (1602-1686 წლები),განათლებით იურისტი იყო,დე პაპენი – მედიკოსი.ბენჯამინ ფრანკლინს (1706-1790 წლები),უბრალო მესაპნის ვაჟს,არავითარი სასკოლო,ან უმაღლესი განათლება არ მიუღია,ისე გახდა არა მხოლოდ დიდი პოლიტიკოსი,არამედ დიდი მეცნიერიც. (ავტორი გენია.ჯი) ელექტრონის აღმომჩენი დიდი იტალიელი ანატომი და ფიზიოლოგი – ლუიჯი გალვანი (1737-1798 წლები) პროფესიით მედიკოსი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) დიდმა გერმანელმა ფიზიკოსმა და ქიმიკოსმა – იოზეფ ფრაუნჰოფერმა (1787-1826 წლები),რომელიც ავტორია სპექტრზე დაწერილი ცნობილი ნაშრომებისა,თოთხმეტ წლამდე წერა-კითხვაც კი არ იცოდა; გენიალური ინგლისელი ქიმიკოსი,ბუნებისმეტყველი და ფიზიკოსი – მაიკლ ფარადეი (1791-1867 წლები),რომელიც მჭედლის შვილი იყო,თავისი კარიერა წიგნის მკინძაობით დაიწყო; დიდი გერმანელი ფიზიკოსი – რობერტ იულიუს მაიერი (1814-1878 წლები),რომელმაც ენერგიის მუდმივობის კანონი აღმოაჩინა,პროფესიით – ექიმი გახლდათ; ექიმი იყო უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი – ჰერმან ლუდვიგ ჰელმჰოლციც (1821-1894 წლები),რომელმაც ოცდაექვსი წლის ასაკში გამოქავეყნა იმავე თემისადმი მიძღვნილი თავისი პირველი ნაშრომი; გამოჩენილმა ფრანგმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა – ჟორჟ ლუი ლეკლერკ დე ბიუფენმა (1707-1788 წლები),თავისი ყველაზე ცნობილი ნაშრომები გეოლოგიას მიუძღვნა; პირველი ელექტრონის ტელეგრაფის კონსტრუქტორი – თომას ზემერინგი პროფესიით ანატომიის პროფესორი გახლდათ; დიდი ამერიკელი გამომგონებელი – სემიუელ ფინლი ბრიზ მორზე (1791-1872 წლები),ისევე როგორც ცნობილი ფრანგი გამომგონებელი ფოტოგრაფიის დარგში – ლუი დაგერი (1787-1851 წლები), – მხატვარი იყო.პირველმა სატელეგრაფო ანბანი შექმნა,ხოლო მეორემ კი ფოტოგრაფია გამოიგონა; (ავტორი გენია.ჯი) გერმანელმა საჰაერო ხომალდების მწარმოებელმა – ფერდინანდ ფონ ცეპელინმა (1838-1917 წლები),რომელმაც მართული მფრინავი ხომალდი შექმნა,პროფესიით სამხედრო პირი,კერძოდ – გენერალი გახლდათ…
ამ ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ თავდაპირველად,თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი “დილეტანტი” ადამიანის საქმიანობას თანს სდევდა დაცინვა და აბუჩად აგდება.თუმცა ეს ადამიანები და მათი ქმნილებები რომ მეცნიერების ისტორიიდან ამოვშალოთ,ფაქტია – მეცნიერების მყარი შენობა უცილობლივ დანგრევის წინაშე აღმოჩნდება.სწორედ ამიტომ შეიძლება თამამად განვაცხადოთ: “მერე რა რომ ისინი “დილეტანტები” იყვნენ?!” – (ავტორი გენია.ჯი)