ჟან-ფრანსუა შამპოლიონი – “ეპიზოდი”
1790 წელს საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა დაბა ფიჟაკის მცხოვრებმა ალკოჰოლური სასმელების მოყვარულმა წიგნით მოვაჭრე ჟაკ შამპოლიონმა მთლად პარალიზებულ ცოლთან – ჟანა-ფრანსუაზასთან ადგილობრივი მისანი ჟაკუ მიიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) ექიმებმა ჟაკის მეუღლეს ვერაფერი უშველეს,რის გამოც იგი იძულებული გახდა მისანი ჟაკისათვის მიემართა.ცნობისათვის,ფიჟაკი მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში,”შვიდი საოცრების პროვინცია” დოფინეში,ამ ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში,რომელიც როგორც ცნობილია,თვით უფალი ღმერთის სამყოფელია.იქაურები ძალზე კონსერვატიული ხედვებით გამოირჩეოდნენ და გარდა ამისა,ერთობ მორწმუნე კათოლიკეებიც იყვნენ.მათში ღრმად იყო გამჯდარი ყოველივე მისტიკურისა და ჯადოსნურობის რწმენა.
მისანმა ავადმყოფი ქალი გამთბარ ბალახზე დააწვინა და ცხელი ღვინო დაალევინა.შემდეგ გამოაცხადა,რომ ავადმყოფი მალე უნდა გამოჯამრთელებულიყო და უწინასწარმეტყველა ბიჭის შეძენა,რაც ბევრმა არ დაიჯერა.ყველასდა გასაოცრად,ავადმყოფი ჟანა-ფრანსუაზა მისნის წინასწარმეტყველებიდან მესამე დღეს ფეხზე წამოდგა,ხოლო 1790 წლის 23 დეკემბერს ქვეყნიერებას მოუვლინა მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ლინგვისტი,აღმოსავლეთმცოდნე,ეგვიპტოლოგიის ფუძემდებელი,ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ძირითადი პრინციპების შემმუშავებელი და ძველეგვიპტური ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი - ჟან ფრანსუა შამპოლიონი. (ავტორი გენია.ჯი)
თუ მართალია,რომ ეშმაკისაგან ჩასახული ბავშვები ჩლიქებით იბადებიან,რა გასაკვირია,რომ მისნის ჩარევასაც შესანიშნავი შედეგი გამოეღო.როდესაც ექიმი პატარა ფრანსუას სინჯავდა,მან გაოცებით შენიშნა,რომ ბავშვის თვალებს ყვითელი რქოვანა ჰქონდა,რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთის მცხოვრებლებისათვის და მეტად იშვიათად ევროპელებში.ამასთან ერთად,ბავშვს არაჩვეულებრივი მუქი,თითქმის ყავისფერი კანი და სახის აღმოსავლური იერი დაჰყვა.მისი დაბადებიდან ოცი წლის გასვლის შემდგომ შამპოლიონს ყველა – “ეგვიპტელს” ეძახდა.კიდევ უფრო მოგვიანებით კი მას – “იეროგლიფებით მონუსხული მანიაკი” შეარქვეს. (ავტორი გენია.ჯი)