ეგვიპტური პირამიდების შესახებ…

ეგვიპტური პირამიდების მშენებლობის ნამდვილი მიზნის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ,როდესაც გავითვალისწინებთ ძველი ეგვიპტელების სარწმუნოების თავისებურებებს,იმ შეხედულებებს,რომლებიც მათი სარწმუნოების საფუძველს წარმოადგენდნენ: სიკვდილის შემდეგ ადამიანი ცხოვრებას აგრძელებს უკვდავების ქვეყანაში. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ მთავარია ის,რომ “იმქვეყნად” ცხოვრება შეუძლია მხოლოს მას,ვისაც ამ ქვეყნიდან თან აქვს წაღებული ყოველივე აუცილებელი სიცოცხლისათვის.აქ იგულისხმება უკლებლივ ყველაფერი,რასაც სიცოცხლეში ხშირად ხმარობდა მიცვალებული: საცხოვრებელი,საჭმელ-სასმელი,მოსამსახურეები,მონები,პირველადი მოთხოვნილების საგნები.მაგრამ პირველ რიგში აუცილებელი იყო ხელუხლებლად შენახულიყო სხეული,ამისთვის კი საჭირო იყო მისი დაცვა ისე,რომ ვერავინ ვერ მიკარებოდა.ეგვიპტელების შეხედულებით,ადამიანის სიკვდილის დროს სხეულს სცილდებოდა სული – “ბაი”,რომელიც ნებისმიერად მოძრაობდა სივრცეში და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაბრუნებულიყო სხეულში.ასევე იყო “კა” – მფარველი სული,რომელიც განასახიერებდა სასიცოცხლო ძალას.”კა” ადამიანთან ერთად იბადებოდა,მაგრამ უკვდავი იყო.მას ადამიანისათვის საიქიოში უნდა მიენიჭებინა სიცოცხლისთვის აუცილებელი ძალა,რადგან თუმცა კი საიქიოში პური შვიდი წყრთის სიმაღლე იზრდება,მაგრამ მისი დათესვა იქაც საჭიროა.

ამრიგად,ეგვიპტელთა რწმენით,საიქიოში ადამიანი ხელახალ ცხოვრებას დაიწყებდა,თუ მის სხეულში ისევ დაბრუნდებოდნენ “ბაი” და “კა”. (ავტორი გენია.ჯი) ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდებოდა,თუ სხეული სავსებით დაუზიანებლად იქნებოდა შენახული.

სწორედ ასეთმა შეხედულებებმა გამოიწვია ორი რამ: სხეულების მუმიფიცირება,რომელიც ასევე ცნობილი იყო ინკების,მაორისა და ივარისებისათვის,თუმცა ბევრად უფრო დაბალი ხარისხისა, და მშენებლობა აკლდამებისა,რომლებიც უფრო ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენდნენ.მართლაც,პირამიდას მასში ჩამალული მუმია ყოველგვარი მტრისაგან,ყოველგვარი ხელყოფისაგან უნდა დაეცვა.

ათასობით ცოცხალი ადამიანი ეწირებოდა იმას,რომ ერთ მკვდარს სამუდამო მშვიდობა და უკვდავება მოეპოვებინა საიქიოში. (ავტორი გენია.ჯი) ფარაონი პირამიდას აშენებდა ათი,თხუთმეტი,ოცი წლის განმავლობაში,ახმარდა მას თავისი ხალხის მთელ ძალებს და შვილებსა და შვილთა შვილებს უზარმაზარ ვალებს უტოვებდა.ფარაონის სიკვდილიც კი არ წყვეტდა სახელმწიფო სახსრების ხარჯვას,რადგანაც ფარაონის “კა” სულ ახალ-ახალ მსხვერპლს მოითხოვდა.მას სჭირდებოდა მრავალი წესის შესრულება.ცოტაოდენად მაინც წინდახედული ფარაონი მხოლოდ იმ ქურუმებს,რომლებსაც მისი “კა”-ს შესაწირავის მარტოოდენ კურთხევა ევალებოდათ,ათი-თხუთმეტი სოფლის შემოსავალს უმტკიცებდა.რწმენა იმდენად ძლიერი იყო,რომ ახშობდა გონებას,როგორც პოლიტიკის,ისე მორალის სფეროში.

მაგრამ გავიდა დრო და ასეთი დიდი ზომის პირამიდების მშენებლობა შეწყდა,თუმცა იმდროინდელი მეფეები ძველებზე ნაკლებ თვითმპყრობელები როდი იყვნენ.პირიქით,მათ უფრო მეტადაც კი აღმერთებდნენ.ისეთი ფარაონები კი როგორიც იყვნენ სეტი I და რამსეს II კიდევ უფრო შორსვ იდგნენ მონობის უღელში შებმული ხალხისაგან.

ეგვიპტური პირამიდების მშენებლობის შეწყვეტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მდგომარეობდა იმაში,რომ ისინი ვერ აშინებდნენ მძარცველებს და ამიტომ არ იძლეოდნენ მიცვალებულის ხელშეუხებლობის გარანტიას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>