ვენერა მილოსელი – “ეპიზოდი”
გენიალური ქართველი პოეტის – გალაკტიონ ტაბიძის მიერ დაწერილ “პარიზის დღიურებში” გვხვდება მეტად საყურადღებო ეპიზოდი,რომელიც ეხება ლუვრში დაცულ ძვ.წ.აღ-ით 130-100 წლებში შექმნილ მსოფლიოში სახელგანთქმულ ძველ ბერძნულ შედევრ-ქანდაკებას - “ვენერა მილოსელს”. (ავტორი გენია.ჯი)
ლუვრში კონგრესის რამდენიმე დელეგატთან ერთად გალაკტიონი ათვალიერებდა კოლოსალურ მსოფლიო მნიშვნელობის კოლექციას,რა დროსაც მას უამბეს,რომ ამ უნიკალური ექსპონატებით დახუნძლულ მუზეუმში ყოველდღე დადიოდა ერთი მოხუცი ფრანგი,რომელიც დიდხანს შედგებოდა ხოლმე “ვენერა მილოსელის” ქანდაკების წინო.გარკვეული ხნის შემდეგ,ლუვრის ადმინისტრაციის წევრებს თავიანთი ცნობისმოყვარეობა ვერ დაუფარავთ და მოხუცისათვის უკითხავთ,თუ რატომ იქცევდა “ვენერა მილოსელი” მის ესოდენ დიდ ყურადღებას.მოხუც ფრანგს კი დასმულ შეკითხვაზე შემდეგი პასუხი გაუცია: - ამ მოკლე ხანში ომის ნიშნები არ არსებობსო.
- თქვენ საიდან იცით ეს? – კიდევ უფრო დაინტერესებულან მოხუცის შეხედულებით.
- თუკი “ვენერა მილოსელი” კვლავაც თავის ადგილზე დგას,თუკი ის არ შეუხვევიათ და სარდაფში არ გადაუმალავთ,ცხადი ხდება,რომ ჩვენს თავს საშიში ჯერჯერობით არაფერი ხდებაო. – უპასუხია მოხუცს და კვლავაც მისი საყვარელი ქმნილების – “ვენერა მილოსელის” თვალიერება განუგრძია. (ავტორი გენია.ჯი)