ხედავთ, როგორი საშინელი შედეგი მოსდევს ვალებს?!”
“სათქმელად ადვილია. როდესაც უფალი ღმერთი სამყაროს ქმნიდა, სალარო გამოცარიელებული ჰქონდა. იგი იძულებული იყო ეშმაკთან დაეგირავებინა სამყარო და ისე ესესხა მისგან ფული. და რადგან უფალი ღმერთი, როგორც ღვთიურ, ისევე ადამიანურ კანონებითაც, კვლავ ეშმაკის მოვალედ რჩება, მას თავაზიანობის გამო არ შეუძლია აღუკვეთოს ეშმაკს ქვეყნად თარეში და არევ-დარევისა და ბოროტების თესვა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ეშმაკიც, თავის მხრივ, მაინც ფრიად დაინტერესებულია იმაში, რომ სამყარო მთლიანად არ დაიღუპოს, რადგან მაშინ ხომ იგი გირაოს დაჰკარგავს. ამის გამო იგი ფრთხილობს არ გადაამლაშოს, ხოლო უფალი ღმერთი, რომელიც აგრეთვე არ არის უგუნური და კარგად უწყის, რომ ეშმაკის ანგარებაში მისთვის იდუმალი გარანტია იმალება, ხშირად ისე შორს მიდის, რომ მას მთელი ქვეყნიერების სრულ ბატონობას ანიჭებს, ანუ სამინისტროს შედგენას ანდობს ხოლმე. ამას მოსდევს ის, რაც თავისთავად გასაგებია: სამიელი იღებს ჯოჯოხეთის ლაშქრის მთავარსარდლობას, ბელზებელი – კანცლერობას, ფიცლიპუცლი – სახელმწიფო მდივნობას, ბებერი დიდედა კი – კოლონიებს და ასე შემდეგ. ეს მოკავშირენი თავიანთებურად იწყებენ პარპაშს, და რადგან, მათი გულების ბოროტი ნების მიუხედავად, საკუთარი სარგებლიანობისათვის იძულებულნი არიან საქვეყნო სიკეთეს ესწრაფვოდნენ, ამ იძულებას იმით ინაზღაურებენ, რომ კეთილი მიზნების მისაღწევად ყოველთვის ყველაზე შემაძრწუნებელ საშუალებებს მიმართავენ. ამას წინათ მათ ისე შორს შესტოპეს, რომ უფალმა ღმერთმა აღარ ინება ზეციურ საუფლოდან ამ საშინელების ჭვრეტა და კეთილ ანგელოსს დაავალა ახალი სამინისტროს შედგენა. ამ უკანასკნელმა თავის გარშემო კეთილი სულები შემოიკრიბა და ქვეყნად კვლავ სიხარულმა და მყუდროებამ დაივანა, დაიფრქვა ნათელი და განიფანტნენ სულნი ბოროტნი. მაგრამ მათი ბასრი კლანჭები უქმად არ შვრებიან, ისინი ფარულად იღწვიან ყოველგვარი სიკეთის წინააღმდეგ და შხამავენ ახალ-ახალ გამაჯანსაღებელ წყაროებს, ბოროტად სწყვეტენ ახალი გაზაფხულის გაუშლელ ვარდებს, თავიანთი შენიშვნებით ღრღნიან ხეს ცხოვრებისას. ქაოსში დაღუპვა ემუქრება ყოველივეს და უფალ ღმერთს ბოლოს და ბოლოს მოუწევს კვლავ ეშმაკს უბოძოს ქვეყნის განმგებლობა, რათა,თუნდაც ყველაზე საძაგელი საშუალებებით, მაგრამ მაინც შეინარჩუნოს იგი. ხედავთ, როგორი საშინელი შედეგი მოსდევს ვალებს?!” – ავტორი გენია.ჯი)
P.S. ჰაინრიხ ჰაინეს წიგნიდან – “მოგზაურობის სურათები”.