კოტე მარჯანიშვილი – “ეპიზოდი”
მიუხედავად იმისა,რომ გენიალური ქართველი რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი (1872-1933 წლები) ათას მანეთობით იღებდა ჰონორარებს,მას არათუ დანაზოგი არ გააჩნდა შავი დღისათვის გადადებული,არამედ ხშირად ტანისამოსიც კი აკლდა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც მარჯანიშვილის მოსკოვურ ბინაში ძერჟინსკის ქუჩაზე მისი მეგობარი ა.ბურთიკაშვილი მივიდა,იგი ერთობ გაკვირვებული დარჩა იმით,რომ კოტეს ერთობ უდიერად მოწყობილ ბინაში არავითარი ავეჯი არ ჰქონდა,გარდა ერთი საწოლისა და შებერებული საწერი მაგიდისა,რომელიც სამადლოდ სახელმოხვეჭილი ხელოვანისათვის მისივე მეგობარს,თეატრის კომისარსა და მსახიობს – დავით ჩხეიძეს უჩუქებია.მოგვიანებით ბურთიკაშვილი მის მიერ დაწერილ წიგნში – “თეატრალური პორტრეტები”,შენიშნავდა,რომ მარჯანიშვილმა,როგორც რეჟისორმა,საუცხოოდ იცოდა სცენის მოწყობა და ავეჯის განლაგება,ხოლო თავის ბინაზე კი მისმა გენიამ ვერაფერი გააწყოო. (ავტორი გენია.ჯი)