ეროსი მანჯგალაძე – “ეპიზოდი”
ლირიული გადახვევისათვის გეტყვით: ერთხელ დიდ იტალიელ მსახიობს – თომაზო სალვინის ჰკითხეს: ” – რა არის საჭირო ტრაგედიული არტისტისათვის?” – და გაისმა ლაკონური პასუხი: – “ხმა,ხმა და კიდევ ხმა”. (ავტორი გენია.ჯი)
1942 წელს საქართველოს რადიოკომიტეტმა ახალ დიქტორთა მისაღები კონკურსი გამოაცხადა: ორ თავისუფალ ადგილზე ასზე მეტმა კონკურსანტმა განაცხადა მოხვედრის სურვილი.შემოწმებაზე ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააკმაყოფილა მათთვის წაყენებული მოთხოვნები,რის გამოც გადაწყდა,რომ შესარჩევი კონკურსი კვლავაც გაეგრძელებინათ.თუმცა ამჯერად კონკურსში მონაწილეობის უფლება დართეს თეატრის ახალგაზრდა მსახიობებსაც.როდესაც კომისიას ასეთი დადგენილება გამოჰქონდა,უცაბედად რეპროდუქტორიდან გაისმა ხავერდოვანი,დინჯი,ულამაზესი ტემბრის გულში ჩამწვდომი ხმა.წაკითხულ იქნა ინფორმაციები და ვლადიმერ მაიაკოვსკის ლექსი.ხმის გასაოცარი ტემბრით მოხიბლული კომისიის წევრები ვარაუდობდნენ,რომ მათ წინაშე 28-30 წლის ასაკში მყოფი ის კონკურსანტი წარსდგებოდა,რომელსაც მეტყველების სპეციალური კურსები ჰქონდა გავლილი.თუმცა მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა კომისიის წევრთა წინაშე ყველასათვის უცნობი 18 წლის ჭაბუკი წარსდგა.ეს ჭაბუკი კი გახლდათ ბევრისათვის სრულიად უცნობი სოფლის – ღანირის შვილი – ეროსი მანჯგალაძე,ქართული თეატრისა და კინოს მომავალი ლეგენდა.
…და კვლავაც ლირიული გადახვევისათვის გეტყვით: ერთხელ დიდ იტალიელ მსახიობს – თომაზო სალვინის ჰკითხეს: ” – რა არის საჭირო ტრაგედიული არტისტისათვის?” – და გაისმა ლაკონური პასუხი: – “ხმა,ხმა და კიდევ ხმა”. - (ავტორი გენია.ჯი)