ქართული ხალხური სიბრძნის ნაკვესები…
“იესო ქრისტე ცოფიან ძაღლს არ დაემალა და მთვრალ კაცს დაემალაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – ამაშუკელო,მეფობა ვინ მოგცაო? – იდო და ავიღეო”.
* * *
“გინება პატრონისააო”.
* * *
“დიაცი მიმავალი იკვეხის,მამაცი – მომავალიო”.
* * *
“დედლის სიმაგრე მამლის სიმდაბლეაო”.
* * *
‘ერთ ყურს ჰქვია ისმინეო,მეორეს კი – ისხლიტეო”.
* * *
” – ვაი,დედავ,რა შვილი გიკვდებიო და – მაგდენიც არაფერიო”.
* * *
“ვინც მირბოდა,ისვე იძახდა: ნუ მივრბივართო!”
* * *
“ვირი რომ ბატონად გყავდეს,”ჰაცე” არ უნდა შეჰკადროო”.
* * *
“ვიცის დედა ტიროდა,არვიცისა – იცინოდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ზურგს უკან ხელმწიფესაც გალანძღავენო”.
* * *
“თავის ქება კიტრად ღირს,სხვისი აუგი არც იმადაო”.
* * *
“თუ სამოთხე არ იქნება,ჯოჯოხეთი ხომ მზად იქნებაო”.
* * *
“იმერელს ჰკითხეს: ყველაზე მძიმე რა არისო და – ცარიელი მუცელიო”.
* * *
“კაცი ჩამოსახრჩობად მიჰყავდათ და ცოლი ეუბნებოდა: წითელი ქოშები მიყიდეო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“მკვდრის მზე ცოცხალს არ ეთბობაო”.
* * *
“მოდავედ თუ მოსამართლე გყავს,შენი შემწე აღარც ღმერთიაო”.
* * *
“მოვიდა შიმშილი,წავიდა სირცხვილიო”.
* * *
“მუცელმა მტრის კარს მიმიყვანაო”.
* * *
“ნაგიჟარს რომ სიგიჟე მოაგონო,ისევ გაგიჟდებაო”.
* * *
ობოლს დამპირებელი ბევრი ჰყავდა,კვერის დამკვრელი კი – არაო”.
* * *
“ომში რა სჯობიაო და – რაც ხელში მოგხვდებაო”.
* * *
“ოქროს ანკესი ყველანაირ თევზს იჭერსო”.
* * *
“კაცს იმდენი ჭირი ნუ მიადგეს,რამდენსაც აიტანსო”. – (ავტორი გენია.ჯი)