ქართული ჭადრაკის საწყისებთან…
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ თამაშს - ჭადრაკს,ჩვენს სამშობლოში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან,ჭადრაკს საქართველოში ჯერ კიდევ VII – VIII საუკუნეებში თამაშობდნენ.უძველესი და უნიკალური ქართული ლიტერატურული ძეგლების – “ვისრამიანისა” და “ამირან-დარეჯანიანის” გაცნობის შედეგად ამაში მართლაც რომ დავრწმუნდებით.ამავე ქმნილებებით ირკვევა,რომ ჭადრაკის თამაში და საჭადრაკო ტერმინოლოგია იმ პერიოდის საქართველოში ერთობ კარგად იცოდნენ და ქართველი ხალხი დიდადაც აფასებდა ძლიერ მოჭადრაკეებს.
ამასვე მოწმობს სხვა მრავალი ისტორიული და არქეოლოგიური დოკუმენტები.ჩვენდა საბედნიეროდ,დღემდე შემონახულია XIII საუკუნის შესანიშნავი საჭადრაკო კომპლექტი,რომელსაც ქართული ორნამენტი ამშვენებს. (ავტორი გენია.ჯი)
სავარაუდოდ,ჭადრაკი საქართველოში ინდოელი მოვაჭრეების მიერ უნდა იყოს შემოტანილი.
ყველაზე მდიდარი მასალა ქართული ჭადრაკის შესახებ მოგვეპოვება XVII საუკუნიდან – ამ დროს ჭადრაკი განსაკუთრებით იქნა განვითარებული ჩვენს სამშობლოში.თეიმურაზ II-ის,არჩილის,ბესიკის პოეზიაში,სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებში ხშირად არის მოხსენიებული ეს ინტელექტუალური თამაში.ფრიად საყურადღებოა ვერსია საქართველოში ჭადრაკის კლუბის მსგავს რარაც ბინის არსებობის შესახებ. XVIII – XIX საუკუნეებში ჭადრაკი ღრმად იქნა დამკვიდრებული ქართველთა ყოფაში.შემონახულია ქართული ორნამენტებით შემკობილი ჭადრაკის კომპლექტები,რომლებიც თბილისელი ხელოსნების დამზადებული უნდა იყოს.
იმ დროინდელი პრესა იუწყებოდა,რომ ქართველ დიდგვაროვანა ოჯახებსა და ლიტერატურულ სალონებში,სისტემატურად თამაშობდნენ ჭადრაკს.
ჭადრაკით დიდად იყვნენ გატაცებული ისეთი გენიალური ქართველები,როგორებიც გახლდნენ – ილია ჭავჭავაძე,აკაკი წერეთელი,დიმიტრი ბაქრაძე,ნიკო ნიკოლაძე და ქართული კულტურის სხვა უამრავი თვალსაჩინო წარმომადგენელი. (ავტორი გენია.ჯი)