რატომ არის ბარსელონაში არსებული ტაქსები შავ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი?

კატალონიური სიმბოლიკის მიხედვით,შავი ფერი – გლოვის სიმბოლოდ აღიქმება,ხოლო ყვითელი ფერი კი – სირცხვილთან ასოცირდება. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ესპანეთის ამ ულამაზესი მხარის დედაქალაქ ბარსელონაში არსებული ტაქსის ფერები სწორედ შავ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი,რომელიც რაც არ უნდა საკვირველი იყოს,გენიალურ ესპანელ (კატალონიელ) არქიტექტორთან – ანტონიო გაუდისთან (1852-1926 წლები) ასოცირდება. 1926 წლის 7 ივნისს ბარსელონაში 74 წლის ასაკში მყოფ ანტონიო გაუდის ტრამვაი დაეჯახა.რადგანაც იგი ვერ იცნეს და ამასთანავე ძალიან ღარიბულად იყო ჩაცმული,არც ერთმა ტაქსის მძღოლმა მისი საავადმყოფოში გადაყვანა არ ისურვა.ისინი ვარაუდობდნენ,რომ მათთვის სრულიად უცნობი და ღარიბულად მოსილი უბედური მოქალაქის საავადმყოფოში გადაყვანის თანხებს არავინ აუნაზღაურებდა.საბოლოო ჯამში სასიკვდილოდ განწირული დიდი არქიტექტორი სამართალდამცველებმა გადაიყვანეს ღარიბთათვის განკუთვნილ საავადმყოფოში,სადაც იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.ბარსელონელი ტაქსისტების მიერ გამოჩენილმა გულგრილობამ ანტონიო გაუდისადმი იმდენად აღაშფოთა კატალონიის დედაქალაქის მერია,რომ უმალვე იქნა გამოცემული ბრძანებულება,რომლის თანახმადაც ქალაქში არსებული ყოველი ტაქსი შავ და ყვითელ ფერებად უნდა გადაეღებათ: შავი ფერით,როგორც სიმბოლო გაუდის გლოვის ნიშნისა და ყვითელი ფერით,როგორც სიმბოლო – ადამიანური გულგრილობის შედეგად გამოწვეული სირცხვილისა. – (ავტორი გენია.ჯი)

ანტონიო გაუდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>