მეკობრეები – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,მეკობრეები საზღვაოსნო ნაოსნობის გაჩენის დღიდანვე გამოვიდნენ ასპარეზზე.სხვა უამრავ საინტერესო ნიშან-თვისებასთან ერთად,მათ გააჩნდათ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი სისტემა,რომელიც ნაძარცვი საქონლის განაწილებასთან იყო დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) კერძოდ,კვარტირმეისტერი (იგივე შტურმანი),რომლის ფუნქციებში არა მხოლოდ შტურმანობა შედიოდა,არამედ ნაძარცვი საქონლის განაწილებაც,ძალადობით მოპოვებული განძის მეათედს მეკობრეების მეთაურს გადასცემდა.დარჩენილ განძეულობას კი მეკობრეთა ეკიპაჟის სხავ წევრები თანაბრად ინაწილებდნენ.თუმცა ეს არ ეხებოდა მეკობრეთა ეკიპაჟის იმ წევრებს,რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ შეტაკებებში.შესაბამისად,მათ ყველაზე ნაკლებ “გასამრჯელოს” აძლევდნენ ნაძარცვიდან.საყურადღებოა ისიც,რომ ამა თუ იმ შეტაკებაში დაჭრილ მეკობრეს უფლება ენიჭებოდა ბრძოლაში მიღებული ჭრილობის სანაცვლოდ კომპენსაცია მოეთხოვა და მიეღო კიდეც. – (ავტორი გენია.ჯი)