ამონარიდები გურამ გეგეშიძის მოთხრობებიდან…

“მე მიყვარხარ შენ,ვინც ახლა ამას კითხულობ,თუ შენ კეთილი კაცი ხარ,თუ შენ სამართლიანობა გიყვარს.მე მიყვარხარ შენ,ვინც ჩემს შემდეგ მოხვალ,მოხვალ მაშინ,როცა მე აღარ ვიქნები და ამიტომ არ მეცოდინება როგორი ხარ,ვინა ხარ,სადაური ხარ.მე ვერ გნახავ შენ,მაგრამ შენ ნახავ იმ ქვეყანას,რომელიც მეც მინახავს და მიყვარდა,იცხოვრებ იმ სამყაროში,სადაც მეც გამიტარებია ჩემი სიცოცხლე და თუმცა,როცა შენ მოხვალ,მე აღარ დაგხვდები აქ,ხომ იქნება მთები და ზღვები,რომელიც მეც მიყვარდა,ხომ იქნება ტყეები და მდინარეები,ცა და მიწა,ყოველ გაზაფხულობით ხომ ისევ აყვავდება ყვავილი,გაიფოთლება ხეები,დაიწყებენ ჩიტები გალობას და შენ ეს დაგატკბობს,როგორც მე მატკბობდა თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) ხომ ისევ იქნება ქვეყანაზე ხალხი და შენ განიმსჭვალები მათდამი ღრმა თანაგრძნობით,შენ შეგიყვარდება ცხოვრება,ბუნება,რომელიც მეც მიყვარდა და ამ სიყვარულის გამო,რაღაცნაირი უხილავი გზებით რომ გადმოვა ჩემგან შენში,შენ გეყვარები მეც და მეც ჩემდაუნებურად,ისე,რომ არც კი მეცოდინება შენი არსებობა.მეყვარები შენ,ვინც ჩემს შემდეგ მოდიხარ და ყოველთვის სიკეთე მენდომება შენთვის,სადაც არ უნდა იყო,რომელი ქვეყნის შვილიც არ უნდა იყო,ოღონდ იყავი კეთილი და სამართლიანი,რადგან შენ ხარ მომავლის ადამიანი და მე წარმოდგენილი მყავხარ გაცილებით უფრო უკეთესად,ბედნიერად და სრულყოფილად,ვიდრე დღესა ვართ ჩვენ.ვინ იცის,იქნებ სიყვარულშია კაცობრიობის სიცოცხლის უწყვეტობის საფუძველი? ხომ შეიძლება ადამიანი მოკვდეს,აღარ დარჩეს მისი საფლავი, – როგორც მაგალითად შოთასი,ნიკო ფიროსმანიშვილისა და მრავალი სხვისა,მაგრამ მათი სახელი,მათი სულისკვეტება მარადიულად რჩება,უკვდავია,ნათელი და რეალურია შემდეგი თაობებისათვის.არათუ საფლავი,სახელიც კი რომ აღარ დარჩეს კაცისა ჟამთა სიმრავლის გამო,როგორც იმ ხალხური ანდაზების ავტორებისა,რომლებითაც დღესაც ვხელმძღვანელობთ ცხოვრებაში,მაინც დარჩება მისი სულის ნაწილი,რომელიც ჩვენგან შეუცნობლად ჩვენს სულში უერთდება და გვეხმარება წუთისოფელთან ბრძოლაში”. – (სიშორე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

” – იცი,რა არის სიყვარული,იოანე? სიყვარული – ეს არის საკუთარ სულში მოთავსებული სხვისი განცდა”. – (საყდარი)

* * *

” – სიბილწე  - იმდენადვე გვაქვს მოცემული ღვთის მიერ ჩვენი არსების სიღრმეში,რამდენადაც სიკეთე.ადამიანის ბუნება და მოქმედება იმით განისაზღვრება თუ რომელს ჩაკლავს იგი და რომელს განავითარებს”. – (საყდარი)

* * *

” – ყოველი ცოდვა უგუნურობის შედეგია”. – (საყდარი)

* * *

“სიცოცხლე არის ჟანგბადის წვა ორგანიზმში,წვა კი,მოგეხსენება,აუცილებლად თავდება დაფერფვლით,ესე იგი სიკვდილით.სულ ეს არის სიცოცხლე”. – (სიშორე)

* * *

“ჩემი პრინციპი ყოველთვის ის იყო,რომ ყოველი ადამიანი ეკუთვნის მხოლოდ საკუთარ თავს და ის ვალდებულია პირველ რიგში საკუთარი თავისთვის იზრუნოს და მთელი თავისი დროის უდიდესი ნაწილი საკუთარ მიზნებს მოახმაროს.ოღონდ ისე,რომ სხვას არ მიაყენო ზიანი.გარდა ამისა,სამართლიანი მიზნები უნდა დაისახო,უნდა გსურდეს ის,რის ღირსიც ხარ,რის უფლებაც გაქვს და რასაც შენთვის ჭეშმარიტი ბედნიერება მოაქვს.ეს არ არის ეგოიზმი,ეგოიზმი ის არის,როცა გსურს იმაზე მეტი,რამდენიც შენთვის აუცილებელია,სიამოვნება იქნება ეს,სახელი,პატივისცემა,თუ სხვა რამ.ყველამ აუცილებელი უნდა გამოითხოვოს ცხოვრებიდან,ის,რისი ღირსიც ნამდვილად არის და ვისაც ამისი განსაზთვრა შეუძლია,ბედნიერი იქნება.ზოგს ეჩვენება,რომ ათასი რაღაც სჭირდება,უამრავი რაღაცის მოთხოვნის უფლება აქვს ცხოვრებისაგან,მაგრამ ეს სისულელეა,ეს უსაფუძვლო,მეშჩანური პრეტენზიულობაა,მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლით უნდა დაკმაყოფილდე და მაშინ იქნები ბედნიერი”. – (სიშორე) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“არსებობს უმიზეზო უსამართლობა,როდესაც ხშირად,საკუთარი ნების წინააღმდეგ,ცხოვრებას მიჰყავხარ,იქ,სადაც არ გინდა,გაგაკეთებინებს იმას,რაც არ გინდა და ყოველივე ამის გამო სამუდამო ტკივილს გიტოვებს გულში,რომელიც შემდეგ აღარაფრით აღარ შეიძლება წაიშალოს და ბოლომდე გტანჯავს.ამიტომ უნდა ეცადო,რომ არასოდეს არ გაუკეთო ცუდი იმას,ვინც ისეთივე ადამიანი,როგორც შენ თვითონ ხარ.მთავარი ეს არის და არა სიამაყე,მთავარია სიკეთე.მხოლოდ სიკეთე და სულგრძელობაა უმაღლესი და ჭეშმარიტი ადამიანური თვისებებები.ყოველივე დანარჩენის მნიშვნელობა მოჩვენებითია”. – (შურისძიება)

* * *

“პირველ რიგში სჯობია ცოცხალი კაცისათვის გააკეთო კარგი საქმე.მკვდარი მოიცდის”. – (უსახელო მწვერვალი)

* * *

” – არაფრად არ ვარგა ის კაცი,ვინც ისე იქცევა,როგორც მოდაშია და არა ისე,როგორც თვითონ სურს.ყველაზე უარესია მოდა აზროვნებაში.ზოგიერთები მოდის მიხედვით აზროვნებენ და არა საკუთარი შეხედულებების მიხედვით”. – (სექტემბერი ბორჯომში) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>