ძველ ეგვიპტური ღმერთები – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია, ძველ ეგვიპტელთა ღმერთებმა შედარებით გვიან მიიღეს ადამიანური გარეგნობა.თავდაპირველად ეგვიპტელები მცენარეებსა და ცხოველებს აღმერთებდნენ.ქალღმერთ ხატორს ლეღვის ხე ასახიერებდა,ღმერთ ნეაფერტუმს – ლოტოსის ყვავილი,ხნუმს – ცხვარი,ჰორს – შავარდენი,ტოტს – ძენძერუკი (ფრინველი – ავტორი გენია.ჯი),სუხოსს – ნიანგი,ქალაქ ბუბასტისის ქალღმერთს – კატა,ქალაქ ბუტსის ქალღმერთს გველი და ასე შემდეგ…
ამ ცხოველების გარდა ძველი ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ რაიმე ნიშნით გამორჩეულ სხვა ცხოველებსაც.მათ შორის ყველაზე საპატივცემულოდ მიაჩნდათ ქალაქ მემფისის წმინდა ხარი – აპისი,რომელსაც ისინი “ღმერთ პტაჰის მსახურად” მიიჩნევდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ არასოდეს არც ერთ ცხოველს არ ხვდომია ისეთი ღრმა თაყვანისცემა,როგორიც – აპისს. (ავტორი გენია.ჯი)
აპისი ცხოვრობდა ტაძარში,სადაც მას ქურუმები თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ და უვლიდნენ.როდესაც ხარი კვდებოდა,მას აბალზამებდნენ და უდიდესი ზეიმით კრძალავდნენ.მკვდარი ხარის ადგილს ისეთივე გარეგნული ნიშნების მქონე სხვა ხარი იჭერდა.ასე იქმნებოდა მეფეთა და ღმერთთა შესაფერისი მთელი სასაფლაოები.მაგალითად,ასეთი სასაფლაო იყო კატების სასაფლაო ბუბასტისსა და ბენი-ჰასანში,ნიანგების სასაფლაო ომბოსში,ძენძერუკებისა – აშმუნენში,ცხვრებისა კი – ელეფანტინში. (ავტორი გენია.ჯი)