ტუტანხამონი – “ეპიზოდი”
ბოლოს და ბოლოს,ვინ იყო დღეისათვის ეგზომ ცნობადი ეგვიპტის XVIII დინასტიის ფარაონი – ტუტანხამონი (ძვ.წ.აღ-ით 1341-1323 წლები),ვისაც ესოდენ მდიდრული აკლდამა გაუკეთეს?
ალბათ,გაგიკვირდებათ,როდესაც გაიგებთ,რომ იგი ერთობ უმნიშვნელო მმართველი იყო და სულ რაღაც თვრამეტი წლისა აღესრულა (ან რა უნდა მოესწრო თვრამეტი წლის ასაკში გარდაცვლილ კაცს? – ავტორი გენია.ჯი)
თავდაპირველად ტუტანხატონად (აღნიშნავს ატონის ცოცხალ ხატებას) წოდებული ფარაონის შესახებ ცნობილია მხოლოდ ის,რომ ტუტანხამონი გახლდათ “ერეტიკოს-მეფედ” წოდებული ეხნატონის სიძე,ან შესაძლოა შვილიც.ბავშვობაში იგი თაყვანს სცემდა ატონს.იმ პერიოდში ეგვიპტეში ეხნატონის სარწმუნოებრივი რეფორნების დრო იდგა.შემდგომში,როგორც ეს ირკვევა მისი სახელიდან გამომდინარე,ტუტანხამონი დაბრუნებია მის ძველ სარწმუნოებას, და ტუტანხატონის სახელი ტუტანხამონად შეუცვლია.ცნობილია ისიც,რომ მისი მეფობის ჟამს ძველი ეგვიპტე ქაოსს ჰქონდა მოცული.უძველეს გამსახულებებზე ვხედავთ,თუ როგორ დაცინის იგი თავის ტყვეებს,თუ როგორი მეფური გაქანებით მუსრავს თავისი მოწინააღმდეგეების მთელ რაზმებს.თუმცა,ჩვენთვის სრულიად უცნობია მონაწილეობა მიიღო თუ არა მან თუნდაც ერთ ბრძოლაშიც კი. და ეს არც არის გასაკვირი,რადგან ჩვენთვის ისიც კი არ არის ცნობილი,თუ რამდენ ხანს იჯდა იგი სამეფო ტახტზე (მისი მეფობა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 1332-1323 წლებს განეკუთვნება).როგორც ისტორიკოსების დიდი ნაწილი აცხადებს,ტუტანხამონმა სამეფო ძალაუფლება თავისი ულამაზესი ცოლის – ანხესენამონი წყალობით მიიღო,რომელიც თავის მხრივ,ეხნატონის რიგით მესამე ქალიშვილი გახლდათ.ისინი ძალიან ადრეულ ასაკში დაქორწინდნენ და თანაცხოვრებაში ორი მკვდრადშობილი ყრმა ეყოლათ,რომელთა მუმიები მეცნიერთა მიერ ტუტანხამონის აკლდამაში იქნა აღმოჩენილი. (ავტორი გენია.ჯი)
სავარაუდოდ, 10 წლის ასაკში ეგვიპტის ტახტზე ასული ტუტანხამონის უამრავი პორტრეტების,აკლდამის კედლებზე ამოკვეთილი რელიეფებისა და ფარანის პირადი ნივთების,მაგალითად სამეფო ტახტის,მიხედვით ვიმსჯელებთ,ჩვენ შეგვიძლია გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ფარაონის ხასიათზე.საბოლოო ჯამში ეს წარმოდგენა შესაძლოა დადებით კონტექსტში იქნას განხილული.სამაგიეროდ,ჩვენ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია მისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის შესახებ.გარდა ამისა,ძალიან ცოტა რამ ვიცით მისი ზეობის დროის შესახებაც.
ტუტანხამონის აკლდამის აღმომჩენი დიდი ინგლისელი არქეოლოგისა და ეგვიპტოლოგის – ჰოვარდ კარტერი (1874-1939 წლები),თავის ისტორიულ მიმოხილვაში,დღესიათვის ესოდენ პოპულარული ფარაონის შესახებ შემდეგ დასკვნას აკეთებდა: “ჩვენი დღევანდელი ცოდნის დონეზე,გადაწყვეტით შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ერთი რამ,ერთადერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მის სიცოცხლეში იყო ის,რომ იგი მოკვდა და დაასაფვლავეს”. (ავტორი გენია.ჯი)
ეხნატონი
ახნესენამონი (ტუტანხანუმის ულამაზესი მეუღლე)