ჟან-მარი კოლო დ’ებრუას ცინიკური განცხადება…

როგორც ცნობილია,საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ ამ ულამაზეს ქვეყანაში საშინელი ტერორი გამეფდა,რომელსაც სხვადასხვა მონაცემების თანახმად 16 000-დან 40 000-მე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ იმ პერიოდში მოქმედებდა ყველაზე მასიურად ფრანგი ხალხის მიერ “ეროვნულ სამართებლად” წოდებული – გილიოტინა,რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი ემსხვერპლა.მათ შორის – ლუი XVI, მარი ანტუანეტი, ანტუან ლავუაზიე, ანდრე შენიე, ოლიმპია დე გუჟი, შარლოტა კორდე და სხვები.

ისტორიას შემორჩა საფრანგეთში მიმდინარე ტერორის პერიოდში – “საფრანგეთის ჯალათად” წოდებული დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი მოღვაწის,კონვენტის წევრის,მოხეტიალე დასის ყოფილი მსახიობისა და დრამატურგის - ჟან-მარი კოლო დ’ებრუეს (1749-1796 წლები) მეტად ცინიკური გამოსვლა კონვენტში.აღნიშნული გამოსვლა ეძღვნებოდა მისი პირადი ბრძანებით ლიონში დახვრეტილ 200 ადამიანს და, რომელიც ზოგადად რომ ვთქვათ,შესანიშნავად ასახავს საფრანგეთის იმ პერიოდის მმართველების დამოკიდებულებას ქვეყანაში განხორციელებული უსასტიკესი ტერორის მიმართ:

“ჩვენ გვინდოდა კაცობრიობა გაგვეთავისუფლებინა სიკვდილით დასჯის ერთობ მრავალი და ერთიმეორეს მიყოლებული აქტის საზარელი სანახაობისაგან,ამიტომ კომისრებმა გადავწყვიტეთ,ერთ დღეს მოგვესპო ყველა სიკვდილმისჯილი; ეს სურვილი ჭეშმარიტმა გრძნობიერებამ და ჰუმანურობამ წარმოშვა.დიახ,ჩვენ ორასი სიკვდილმისჯილი მოვიცილეთ ერთი ბათქით და ამას გვსაყვედურებენ.ნუთუ გასაგები არ არის,რომ ესეც ჰუმანურობის გამოვლენა იყო?! როდესაც გილიოტინით ოც კაცს ჰკვეთენ თავს,მაშინ ის,ვინც მეოცეა,შიშისაგან ბარე ოცჯერ კვდება,ვიდრე მისი რიგი მოვიდოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

ჟან-მარი კოლო დ’ებრუა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>