რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი – “ეპიზოდი”
შუქ-ჩრდილების ხატვის უდიდეს ნიდერლანდელ ოსტატს – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინს (1606-1669 წლები),ხშირად საყვედურობდნენ სხვა მხატვრები,შენს სურათებში ღამეული განათება ნამდვილს არა ჰგავსო,რაზეც პასუხს დიდი ხნის განმავლობაში არავის აძლევდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელაც,მხატვარს ყელში ამოუვიდა ყოვლად უაზრო კრიტიკა და მათ მიმართ,ვინც მის მიერ შესაშური ოსტატობით შესრულებულ შუქ-ჩრდილებს აკრიტიკებდა,ასეთი პასუხი გასცა:
“მე თქვენზე უკეთესად ვიცი,რომ ბუნებრიობისათვის ისევე არ არსებობს ზღვარი,როგორც ღმერთისა და მისი მარადიულობისათვის.გაზაფხულის წყნარი საღამოებიდან გადმოღებული თქვენი ცივი,მქრალი ფერები ისევ ბუნებრივია,როგორც ჩემს ღამეებში აბრიალებული ფარული ცეცხლი,რომელსაც ჩემი სულის წიაღიდან ვიღებ.ჩვენი შინაგანი სამყარო დაკავშირებულია გარესამყაროსთან და ეს ყველაფერი ერთი მთლიანი ბუნებაა.მისი გამოვლინებები – ხილული დავ უხილავი,ხელშესახები და წარმოსახვითი, – თავად სინამდვილეა,რომელიც ასე მაჯადოებს და მიზიდავს. და მე ვალდებული ვარ,ავსახო ეს სინამდვილე,აი,ამ ფერებით,აი,ამ ხელით”. – (ავტორი გენია.ჯი)