რამ შეუნარჩუნა სიცოცხლე შალვა ნუცუბიძეს?!
როგორც ცნობილია,საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის შესახებ,რომ შოთა რუსთაველის გენიალური ქმნილება – “ვეფხისტყაოსანი” ხარისხობრივად ისე არ იყო რუსულ ენაზე თარგმნილი,როგოც ამას საჭიროება მოითხოვდა . (ავტორი გენია.ჯი) ” – ახალი თარგმანი უნდა გაკეთდეს, და ეს საქმე იმას უნდა დაევალოს,ვინც კარგად იცის დედნის ენა.ხომ არავინ გეგულებათ ასეთი”, – ჰკითხა ბელადმა იმ პერიოდის კულტურის მინისტრს – კანდელაკს.კანდელაკი შეიშმუშმნა და უპასუხა,რომ არის ასეთი ადამიანი,მაგრამ ამჟამად დაპატიმრებულიაო.მას მხედველობაში ჰყავდა ფედერალისტების პარტიის წევრობაში ბრალდებული დიდი ქართველი ფილოსოფოსი და მთარგმნელი – შალვა ნუცუბიძე (1888-1969 წლები).
აღნიშნულ საკითხზე თავად შალვა ნუცუბიძე მოგვიანებით იგონებდა: “საპატიმროში ყოფნისას,ერთ-ერთი გამოძახების დროს გამომძიებელმა ქობულოვმა თემას გადაუხვია: “ჩვენ ვიცით,რომ თქვენ რუსთაველის პოემას თარგმნით,ჩვენ მოგცემთ საშუალებას ეს თარგმანი დაამთავროთ”.მეორე დღესვე ჩემს საკანში გაჩნდა რუსთაველის ტომი,სადილი საერთო სასადილოდან კი არა,არამედ ციხის თანამშრომელთა სასადილოდან.ასე დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება.რასაც კვირის განმავლობაში ვწერდი,მიჰქონდათ,როგორც შემდეგ გავიგე ამ მასალას სტალინი კითხულობდა.დრო გადიოდა.როგორც ქობულოვმა მითხრა,თურმე სტალინმა ჰკითხა თავის მაღალ თანამშრომელს (ლავრენტი ბერიას): “იცი,რა ჩიტია შაშვი?” – “ბევრჯერ მინახავს და მომისმენია”, – იყო პასუხი. – “გალიაში მომღერალი შაშვი თუ გინახავს?” – არ ეშვებოდა სტალინი შეცბუნებულ მოსაუბრეს.”არა, და არც საკანში მომღერალი შაშვი მინახავს”.რამოდენიმე კვირის შემდეგ ქობულოვმა მაცნობა,რომ არსებობდა სტალინის განკარგულება ჩემი განთავისუფლების შესახებ,იმ პირობით,თუ პოემის თარგმანს დანიშნულ დროზე დავამთავრებდი.მე თარგმანისათვის წელიწადნახევარი ვითხოვე.იმავე საღამოს საკნის კარი გაიღო და “სოკოლნიკებში” მომათავსეს,რომელიც რაღაც საშუალოს წარმოადგენდა ციხესა და საგიჟეთს შორის”.
1931 წლის 1 მაისს თარგმანი დამთავრებული იყო.სტალინმა ნუცუბიძის თარგმანის გაცნობის შემდეგ აღნიშნა: “მე ვთვლიდი,რომ რუსულ ენაზე საუკეთესო თარგმანი პეტრენკოს ეკუთვნოდა.ნუცუბიძის თარგმანის გაცნობის შემდეგ კი დავრწმუნდი,რომ ის არა მარტო უკეთესია პეტრენკოს თარგმანზე,არამედ თავის თავად გამოჩენილი ლიტერატურული მოვლენაა.ნუცუბიძის თარგმანში მხოლოდ ერთი ადგილი არ მომწონს – 1416.მე გთავაზობთ ამ ადგილის ჩემეულ შესწორებას”.სტალინი ნუცუბიძის თარგმანის არა მხოლოდ რედაქტირებას ახდენდა,არამედ მანვე შეარჩია დიდი უნგრელი ფერმწერის – მიხაი ზიჩის მიერ “ვაფხისტყაოსნის” თემაზე შექმნილი ილუსტრაციები ამ გენიალური ქმნილებისათვის.
როდესაც შალვა ნუცუბიძეს ეკითხებოდნენ,თუ რამ შეუნარჩუნა პატიმრობაში მყოფს სიცოცხლე 1937 წელს განვითარებული სასტიკი რეპრესიების დროს,იგი ამბობდა,რომ ერთადერთი,რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა,შოთა რუსთაველის დიდებული პოემის – “ვეფხისტყაოსნის” თარგმანი იყო,რომელიც სტალინს მოეწონაო. (ავტორი გენია.ჯი)