ჩარლი ჩაპლინი წერდა…
“ვიცი,რომ ბედმა გამიღიმა,დრო და გარემოება მანებივრებდა.მთელმა ქვეყანამ შემიყვარა.ზოგს ვძულდი კიდეც.დიახ,ბევრი სიტკბო მარგუნა ცხოვრებამ და ცოტაოდენი სიმწარეც.რა მუხანათიც არ უნდა ყოფილიყო ჩემი ბედი,მჯერა,რომ ბედიცა და უბედობაც შემთხვევით ქარს მიაქვს და მოაქვს,ღრუბელივით ფანტავს.რაკი შეგნებული მაქვს ეს,ცუდი ამბავი აგრერიგად არ მაშფოთებს ხოლმე,კარგს კი მუდამ გაკვირვებითა და სიხარბით ვხვდები.გარკვეული გეგმა არა მაქვს ცხოვრებისა,არც საკუთარი ფილოსოფია; ჩვენ ყველას – ჭკვიანებსაც და სულელებსაც – ცხოვრებასთან ბრძოლა გვიხდება.თანაბარი ხასიათისაც არა ვარ: ხან სულ პატარა რამე შემაწუხებს,ხან კი საშინელი კატასტროფაც ვერ დამირღვევს სულიერ წონასწორობას”. – (ავტორი გენია.ჯი)