პიუს XII-ის პასუხი აშშ-ის ელჩს…
1949 წელს კომუნისტთა და მათი მომხრეების ეკლესიიდან განკვეთის დეკრეტის გამომცემელმა რომის უტალიური წარმომავლობის მქონე პაპმა – პიუს XII-მ (1876-1958 წლები) ოფიციალური შეხვედრა გამართა ამერიკის სრულუფლებიან ელჩთან ვატიკანში და საერთაშორისო კომუნიზმის საფრთხის წინააღმდეგ მებრძოლ ქალთან – კლერ ბუტ ლუისთან (1903-1987 წლები).მათ შორის გამართული აუდიენცია ეხებოდა იმ საფრთხეებს,რასაც კაცობრიობას კომუნიზმის მზარდი გავრცელება უქადდა მსოფლიოში. (ავტორი გენია.ჯი) მიმდინარე აუდიენციისას კომუნიზმის მოძულე ლუისი იმდენად შეიჭრა როლებში,რომ მან საკუთარი ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო და იმის უფლებაც კი მისცა საკუთარ თავს,რომ რომის პაპისათვის რჩევების მიცემაც კი დაეწყო,თუ როგორი მეთოდით უნდა ებრძოლა მას კომუნიზმის წინააღმდეგ.პიუს XII აშშ-ის ელჩის საქციელმა ძალიან გააღიზიანა.მან მოულოდნელად ელჩს საუბარი შეაწყვეტინა და მრავალმნიშვნელოვნად მიუგო: ” – იცით თუ არა თქვენ,ქალბატონო – ბუტ,რომ მეც ისეთივე კათოლიკე ვარ,როგორიც თქვენ?” – პაპის მრავალმნიშვნელოვანმა სიტყვამ ლუისს აგრძნობინა,რომ მან ერთობ გადაამლაშა და რჩევების მიცემაც შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)
კლერ ბუტ ლუისი