დემოკრიტე აბდერელის ნააზრევი…
1. ”დემოკრატიაში სიღარიბე იმდენადვე უნდა ვამჯობინოთ მეფეების ხელში ეგრეთწოდებულ კეთილდღეობას,რამდენადაც თავისუფლება მონობას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “სურვილების უსაზღვროება ბავშვის ბუნებას შეადგენს და არა მოზრდილი ადამიანის”.
* * *
3. “პიუტყვი ფასდება კარგი ხორცით,ადამიანი კი – კარგი ხასიათით”.
* * *
4. “კაცი ღრმა აზროვნებას უნდა ესწრაფვოდეს და არა ღრმა ცოდნას”.
* * *
5. “ცუდ ადამიანს თვალყური უნდა ვადევნოთ,რომ მან მოხერხებული შემთხვევით არ ისარგებლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ”არა შიშის,არამედ მოვალეობის გრძნობის გამო უნდა შეიკავო თავი დანაშაულისგან”.
* * *
7. “მუსიკა ახალგაზრდა ხელოვნებაა და იგი წარმოქმნა არა გაჭირვებამ,არამედ უკვე არსებულმა ფუფუნებამ”.
* * *
8. “მნიშვნელოვან საქმეებში მიბაძვის გზით ჩვენ გავხდით მოწაფეები ობობებისა – ქსოვასა და კერვაში,მერცხლისა – სახლების მშენებლობაში,მომღერალი ფრინველებისა – გედისა და ბულბულისა – სიმღერაში”.
* * *
9. “ადამიანი არის ის,რაც ჩვენ ყველამ ვიცით.ყოველ შემთხვევაში ყველასათვის ნათელია,თუ როგორი ფორმისაა ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “ცუდ საქმეს ბრწყინვალე სიტყვაც ვერ დაფარავს,კარგ საქმეს კი ლანძღვაც ვერას ავნებს”.
* * *
11. “განათლება ბედნიერთათვის სამკაულია,უბედურთათვის თავშესაფარი”.
* * *
12. “ადამიანებს უფრო მეტად ახსოვთ მმართველთა შეცდომები,ვიდრე მიღწევები.ეს სწორიც არის,რადგან როგორც არაა საჭირო იმის ქება,ვინც მიბარებულ ქონებას აბრუნებს,ასევე საჭიროა იმის გაკიცხვა და დასჯა,ვინც არ აბრუნებს.ასევეა მმართველიც: იგი იმიტომ კი არ არის არჩეული,რომ ცუდად წარმართოს საქმეები,არამედ იმისატვის,რომ კარგად წარმართოს”.
* * *
13. “უბადრუკო გონებავ! ჩვენი უარყოფა გსურს შენ,რომელიც ჩვენგან იღებ ცოდნას,მაგრამ გახსოვდეს,ჩვენი უარყოფა,შენი დამარცხებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)