ეპიკურეს ფილოსოფიიდან…

1. “ღმერთი რომ იწყალებდეს ადამიანთა თხოვნას სწრაფად,ყველა ადამიანი დაიღუპებოდა,რადგან ისინი ერთმანეთისათვის განუწყვეტლივ ბევრ რასმე ცუდს სთხოვენ ღმერთს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “სისულელეა ღმერთებს სთხოვდეს კაცი იმას,რისი მოპოვება თვითონაც შეუძლია”.

* * *

3. “კუჭი კი არ არის ამოუვსები,როგორც ბრბო ამაბობს,არამედ მცდარი შეხედულება კუჭზე,როგორც ამოუვსებზე”.

* * *

4. “ყველა ისე ტოვებს ცხოვრებას,თითქოს ამ წუთას დაბადებულიყოს”.

* * *

5. “უნდა შევიგნოთ,რომ მრავალსიტყვაობა იგივე შედეგს იძლევა,რასაც სიტყვაძუნწობა”.

* * *

6. “ვინც ბოროტებას ხედავს,არ ირჩევს მას.მაგრამ მახეში ებმევა ის,ვინც მცირე სიკეთის უკან ვერ ამჩნევს უფრო დიდ ბოროტებას”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. “ბოროტებათაგან ყველაზე უსაშინელესი – სიკვდილი ჩვენ სრულიად არ გვეხება,რადგან როცა ჩვენ ვართ,სიკვდილი არ არის,ხოლო როდესაც სიკვდილი არის,ჩვენ აღარ ვართ.ასე რომ,იგი სრულიად არ ეხება არც ცოცხლებს,არც მკვდრებს,რადგან პირველთათვის იგი არ არსებობს,მეორენი კი უკვე აღარ არსებობენ.

ბრბო კი ხან გაურბის სიკვდილს,როგორც უდიდეს ბოროტებას,ხან კი ძლიერ სურს იგი,როგორც ცხოვრების ბოროტებათა შეწყვეტა.ბრძენი კი არც სიცოცხლეს გაურბის და არს სიკვდილსა ეშინია,რადგან სიცოცხლე მას არ ამძიმებს,არც სიკვდილი წარმოუდგენია მას დიდ ბოროტებად.ისევე როგორც უპირატესობას აძლევს იგი არა ყველაზე დიდი რაოდენბის საჭმელს,არამედ ყველაზე სასიამოვნოს,ასევე ტკბება იგი არა ყველაზე უფრო გრძელი,არამედ ყველაზე უფრო სასიამოვნო დროთი.

ხოლო ის,ვინც მოუწოდებს ახალგაზრდას მშვენიერი ცხოვრებისაკენ,ხოლო მოხუცს კი მშვენიერი სიკვდილისაკენ,სულელია არა მხოლოდ იმიტომ,რომ სიცოცხლე სასურველია,არამედ იმიტომაც,რომ ზრუნვა როგორც მშვენიერ ცხოვრებაზე,ისე მშვენიერ სიკვდილზე ერთი და იგივეა. (ავტორი გენია.ჯი) გაცილებით უარესია ის,ვინც ამბობს,კარგი იქნებოდა არ დავბადებულიყავით,”მაგრამ დავიბადეთ,რაც შეიძლება მალე გადაგვევლო ჰადესის ზღურბლი”.ის თუ ამას რწმენით ამბობს,რატომ არ ტოვებს ცხოვრებას? ეს ხომ მის ხელთაა,თუ მას ეს მართლაც მტკიცედ გადაუწყვეტია.მაგრამ თუ დაცინვით ამბობს,უგნურად იქცევა იქ,სადაც ეს დაუშვებელია.

უნდა გვახსოვდეს,რომ მომავალი არც ჩვენია,არც სრულიად არა ჩვენი,რათა სრული რწმენით აღარ ველოდეთ,რომ იგი დადგება და არც დადგება და არც უიმედოდ ვფიქრობდეთ,რომ იგი სრულიად არ დადგება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

8. “იცხოვრე შეუმჩნევლად!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>